პარასკევი, თებერვალი 7, 2025
spot_img
Homeინტერვიუგოგი მეშველიანმა დავით კაჭარავასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისში რაგბის განვითარების საკითხი...

გოგი მეშველიანმა დავით კაჭარავასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისში რაგბის განვითარების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრს და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხები.

მაჟორიტარის თქმით, წლებია მუშაობენ იმისათვის, რომ ბოლნისში შეიქმნას სარაგბო ბაზა და განხორციელდეს კომპლექსური სამშენებლო პროექტი.

გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად დეტალური ინფორმაცია მივაწოდა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს.

„ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები