გოგი მეშველიანი: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებით

0
119

საქართველოს პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოსახლეობას ყურბანბაირამის დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს „ჩვენს მუსლიმ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს! ეს არის იმედის, სიყვარულის, შეჭირვებულთა დახმარების, მშვიდობის, თანადგომის და სიკეთის დღე. მთელი გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებით. გისურვებთ, სულის სიმტკიცეს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებებს.“-ნათქვამია გოგი მეშელიანის მილოცვის ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

წინა სტატიაბოლნისში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ოლიმპიური ოჯახის“ წევრების საჩვენებელი ვარჯიში ბოლნისში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ