საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
,,მოქალაქეების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ქვეში- ჯავშანიანის ხიდის რეაბილიტაციის საკითხზე.აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პირადი კომუნიკაცია მქონდა მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან. აღნიშნული ხიდის შესწავლა-რეაბილიტაციის პროცესში, ერთ-ერთი ფილა ჩაინგრა, რამაც დამატებით გააძნელა გადაადგილება. გზების დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე, შეისწავლეს ვითარება და მათი ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებლები ოპერატიულად აღმოფხვრიან არსებულ პრობლემას და გაგრძელდება ხიდის რეაბილიტაციის პროცესი,”აცხადებს გოგი მეშველიანი.