გოგი მეშველიანი: ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე

0
106

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 -ე წლისთავს ულოცავს. “ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. მსურს მას და სრულიად საქართველოს მივულოცო პატრიარქის აღსაყდრების 44 წლის იუბილე! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არის სიკეთის, სიყვარულის, სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცის მაგალითი. ჩვენს სულიერ მამას ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ!” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე ბოლნისელი საბა სულთანიშვილი გახდა