„გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

0
173

16 დღიან კამპანიას „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც  ,,ქალისა და სამყაროს” დაკვეთით, 2007 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება  გაიმართა, რომელშიც  ასახული იყო ბოლნისელი  თამარ ბობოხიძის ცხოვრების ერთი დღე, მის მაგალითზე კი ფილმის ავტორი ქალებს აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 15 წუთიანი სიუჟეტის დასრულების შემდეგ  თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანია ბოლნისში 2001 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის  საკითხებზე.

ფილმის ჩვენებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი თამარ ბობოხიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს ბოლნისის მერია და  ადგილობრივი გენდერული საბჭოს წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდებიან. 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და სიმბოლურად 10 დეკემბერს, ადამიანის თავისუფლების დღეს  დასრულდება.

წინა სტატია„არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადავლახავ“ – ოცნებები და შემართება რომელიც კაზრეთის მე-2-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო
შემდეგი სტატიასოფელ ძველ ქვეშში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს