გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

0
172

? სოფლის მეურნეობის მიმართულებით:

• გაიზრდება სახელმწიფო პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტი;

• მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას;

• გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა;

• United Nations Development Programme – UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

? გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია:

• ეკოტურიზმის განვითარება;

• დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა;

• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის შესაძლებლობების გაძლიერება.

წინა სტატიადავით შერაზადიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას დაესწრო
შემდეგი სტატია5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა