კვირა, აპრილი 21, 2024
spot_img

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა,შეხვედრის მიზანს საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიების, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები