შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

გავერთიანდეთ თამარისთვის!

„თამარ მოგვენატრე, მალე დაგვიბრუნდი გამოჯანმრთელებული“, ასე მიმართეს თამარს დღეს კლასელებმა კულტურის სახლის წინ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან, რომელსაც მისივე სკოლამ გაუკეთა ორგანიზება. ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა გამოფენაზე საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები გამოიტანეს. აღნიშნული აქციის გამართვის იდეაც სკოლის კედლებში დაიბადა და ჩართულობის სურვილიც ყველამ გამოთქვა.

თამარ ჯაჭვლიანს უმძიმესი დიაგნოზი – ლეიკემია დაუდასტურდა და უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის ამ დაავადებას. 11 წლის თამარი ნათესავების, ახლობლებისა და კეთილი ადამიანების წყალობით გადის მკურნალობის კურსს, თუმცა თანხა  არ შეგროვდა იმ რაოდენობის, რაც მისი მკურნალობისთვისა საჭირო.

თამარ ჯაჭვლიანი ძალიან ენატრება  კლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თამარი მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს. სკოლის მიერ ორგანიზებულ აქციაში საკუთარი ნამუშევრებით ჩაერთო მეთოჯინე ქალბატონი ნანა მამარდაშვილი.

ლეიკემიაზე გამარჯვება თამარის ყველაზე დიდი ოცნებაა. მძიმე დაავადების დასამარცხებლად ფინანსებია საჭირო, რომლის მოძიებაც მთავარ პრობლემად რჩება. გავერთიანდეთ სიკეთისთვის, გავიღოთ თანხა და გადავარჩინოთ თამარი, რომელიც ასე ძალიან უყვართ და ენატრებათ.

საქართველოს ბანკი
მიმღები:მამიდა სოფიკო ჯაჭვლიანი
მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები