ბოლნისში საქველმოქმედო ფილმის ჩვენება გაიმართა                                

0
100

12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ბოლნისის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ, წითელ ჯვართან თანამშრომლობით, რაჭაში დატრიალებული მოვლენების გამო , ბოლნისის კინო-თეატრში საქველმოქმედო ფილმის ჩვენება გამართა.  ღონისძიებაში ჩართულ მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა წითელი ჯვრის ანგარიშზე შეეძლოთ, რომელიც შოვის სტიქიის დროს დაზარალებულებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს მოხმარდება.

ლუკა გაბიძაშვილი,  ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე:

ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რაჭაში დატრიალდა, წითელ ჯვართან თანამშრომლობით, შეგროვილი თანხა მთლიანად შოვის ტრაგედიაში დაზარალებულებს მოხმარდებათ.

გიორგი საცკოვი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი:

შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა დასახმარებლად საქველმოქმედო ფილმის ჩვენება გავმართეთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს .

წინა სტატია,,წარმატების გაკვეთილები“  – ყურადღების ცენტრში პატივცემული პედაგოგის მიღწევები
შემდეგი სტატიადასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ თუ ამისთვის ბევრს იშრომებ

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ