ბოლნისში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

0
208

,,საქართველოს სამსახურში – ვიცრებით ერთმანეთისთვის’’, ამ მთავარი სათქმელით  ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. კამპანიამ სტარტი  ბოლნისის მუნიციპალიტეტში  19 ოქტომბერს აიღო, რომელშიც სოფელ რაჭისუბნის და დაბა კაზრეთის მოსახლეობა ჩაერთო. ადგილზე ვაქცინაციას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები  აკვირდებიან. მოსახლეობას, ადგილობრივი მედ-პერსონალი სურვილისამებრ  „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინით ცრიან. უშუალოდ აცრამდე   საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მარათონის მიზანი, ეპიდსიტუაციის ფონზე  აცრის მაჩვენებლის გაზრდაა.

წინა სტატიაბოლნისში ადაპტირებული ზებრა გადასასვლელები იხაზება
შემდეგი სტატიასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს