ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ბოლნისში დავით ნავერიანის სახელობის ტურნირი დაიწყო

ბოლნისის მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს  დარბაზში, დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცხრე საერთაშორისო ტურნირი  ჭაბუკ ძუდიუსტთა შორის მიმდინარეობს, სადაც  მონაწილეობას  2011-2012 წლებში დაბადებული  სპორტსმენები იღებენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 200-მდე ძიუდოისტი, 2 დღის განმავლობაში, თერთმეტ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელშეწყობით ტარდება.  გამარჯვებულები და პრიზიორები ვეტერანმა ძიუდოისტებმა  ნესტორ ხერგიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა შესაბამისი მედლებით, სიგელებით და თასებით  დააჯილდოვეს.

დავით ნავერიანი იყო მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად ტარდება, ეს დღე ძიუდოს ფედერაციის კალენდარშია შესული.


მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები