ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება .

„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდეტი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს . ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ,“- წერს გოგი მეშველიანი. შგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო. https://www.facebook.com/GDGogiMeshveliani/posts/5777339322289652