ბოლნისის ცენტრალურმა კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა და მიენიჭა ხარისხის უმაღლესი სტანდარტი „B+“. აკრედიტაცია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული აუდიტორული კომპანიის „Temos“-ის მიერ იქნა მინიჭებული. აკრედიტაციის მოპოვება არის ურთულესი პროცედურა, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების გავლას მოითხოვს.
საერთაშორისო აკრედიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების, ხარისხის და პაციენტის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში. ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.





