კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

“ბოლნისის რესურსების რუკა”-პროექტის ფარგლებში ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდა

“თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი”  და ბოლნისის ორგანიზაცია”ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის ‘’ არაერთი წარმატებულ პროექტს  ახორციელებს. შეგახენებთ, რომ საკმაოდ მოტივირებულმა ახალგაზრდებმა 2019 წელს  განახორციელეს  პროექტი სახელწოდებით “ბოლნისის რესურსების რუკა”,  ამავე პროექტის ფარგლებში  ბოლნისში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გერმანული კვალი ბოლნისში, ტურიზმი და ტურისტული პოტენციალი,  მეღვინეობა და გერმანული ტრადიციები, სწავლებისა და  დასაქმების ცენტრის საქმიანობა, საჯარო სივრცეების მდგომარეობა და ა.შ.  დაიგეგმა აღნიშნული საკითხების თვალსაზრისით სამომავლო სამოქმედო გეგმა, რაზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო ერისთავი გვესაუბრა:

,,საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა, უამრავი საინტერსო თემა განვიხილეთ, შედგა და გაიწერა სამომავლო გეგმა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს სასიკეთოდ წაადგება. ორი წელია ჩვენი პროექტი ხორციელდება და ბევრი კარგი რამ გაკეთდა, რასაც სამომავლოდაც კვლავ გავაგრძელებთ. ჩვენ “თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისი”-ის ორგანიზაციასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რადგან გვერდში გვიდგას და მათი თანადაფინანსებით ვახორციელებთ პროექტებს.  ჩვენმა  ორგანიზაციამ, წინასწარ განსაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დარგები და შემდგომ მოხდა ამ დარგებში არსებული რესურსების მოკვლევა, რომლის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოკვლეული  რესურსების სწორად შეფასება და  გაანალიზება შემდგომი გამოყენებისათვის. პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დაიგეგმა და გაიწერა საინფორმაციო ღონისძიებების გამართვა, რის შემდეგაც, ადგილობრივი თემის მონაწილეობით, განისაზღვრა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არსებული და პოტენციური რესურსები. მოწვეული იყვნენ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს შემეცნებითი ლექცია- პრეზენტაციები, ბოლნისელი ახალგაზრდების ჩართულობით და მონაწილეობით. ორდღიანი შეხვედრების შედეგად, შეიქმნა და გაიწერა სამოქმედო გემგმა, სადაც განისაზღვრა არსებული და მოძიებული რესურსების გამოყენების გზები.’’

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები