ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

0
169

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მოინახულა. რეგიონალური პროექტების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქ ბოლნისში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების მოწესრიგება.  ასფალტის დაგების სამუშაოები განხორციელდა  სატყეოს, საავადმყოფოს, ყოფილი „უსინათლოებისა“ და ბულვარის უკან მდებარე მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე დაიგო პირველი ფენა. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება ასევე აქტიურად  მიმდინარეობს   ქვაფენილის დაგების სამუშაოები სიონის ქუჩაზე,  პირველ ეტაპზე კეთდება მხოლოდ  ნაწილი თავისი სანიაღვრე არხით და ტროტუარებით. აღნიშნული ქუჩა სრულად მოიკირწყლება 2024 წლის ბოლომდე.

წინა სტატია მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა
შემდეგი სტატია„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია