საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით და ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა- კურთხევით ორდღიანი ფესტივალი საქართველოს ისტორიას,ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს,რომლის მიზანია რეგიონის განვითარება,ქართული კულტურის ტრადიციული დარგების წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-პოპულარიზაცია.
ეთნო-ფესტივალის პირველი დღის აქტივობებს ბოლნისის მუზეუმმა უმასპინძლა,სადაც გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა.’’ თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამეცნიერო წიგნები. კონფერენცის დასრულების შემდებ პროექტ ,,სამშობლოსმცოდნეობის’’ ავტორმა მოსწავლე -ახალგაზრდებთან სემინარი გამართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მწერალთა სახლის ლიტერატურულ -საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოცხალი წიგნების’’მკითხველთან შეხვედრა.ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება მოსწავლეებს გააცნეს,შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა.
ეთნო ფესტივალის პირველი დღე, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სადროშოები და მოსწავლე -ახალგაზრდები ესწრებოდნენ ჭადრაკის სეანსით და ,,წყალზე ხატვის’’ მასტერკლასით დასრულდა.





