ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული, ახალი პროექტები განხორციელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული, ახალი პროექტები განხორციელდება

ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შექმნა და მათი განხორციელების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. როგორ მუშაობს მერია ამ კუთხით, რა შესაძლებლობები ეძლევათ ახალგაზრდებს და, რას უნდა ველოდოთ მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში, ამ საკითხებზე გვესაუბრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი.

 -როგორც ცნობილია, კულტურის სამსახურის ახალგაზრდული მიმართულებით, არა ერთი პროექტი  განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს, მოგვიყევით აღნიშნულის  შესახებ.

-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით 05.05.2025 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების წესი.

 აღნიშნული წესი საშუალებას მისცემს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს, მიიღონ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული, ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის პროექტების თანადაფინანსება.

-რა სეგმენტზეა გათვლილი აღნიშნული პროგრამა და რატომ გახდა აუცილებელი მისი დამკვიდრება?

-პროგრამის მიხედვით წარმოდგენილი პროექტები, უნდა იყოს მკაფიო, დასაბუთებული და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული.  მკაფიოდ უნდა ჩანდეს საჭიროება, მდგრადობა და წესების დაცვით  იყოს გაწერილი ყველა დეტალი, იქნება ეს შინაარსობრივი აღწერილობა თუ ფინანსური მხარე.

 წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს, პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენტური სპეციალისტებით, რის შემდეგაც, გაიცემა გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით, რომლის საფუძველზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

-რას ველით ამ პროგრამის მიმდინარეობისას, რა არის მისი მთავარი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები?

– ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით შევძლებთ ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტისა და პროგრამის  მხარდაჭერას, ხელს შევუწყობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას შექმნან ის ,,პროდუქტი“  რომელიც მათ სჭირდებათ.

 დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ნებისმიერი სახის კონსულტაციისთვის,  შეუძლიათ მოგვმართონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას, ან დაგვიკავშირდნენ ნებისმიერი, მათთვის მოსახერხებელი გზით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები