ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა

0
178

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 6 456 000 ლარი გამოიყო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

დღევანდელ საკრებულოზე დეპუტატებმა  კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს  სხვადასხვა საკითხებსაც.

წინა სტატია19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
შემდეგი სტატია„არემჯიმ“  სამთოელის დღე აღნიშნა