ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
199

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ა(ა)იპ „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდებზე ორიენტირებულ პროექტებს განახორციელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით შექმნილ პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წინა სტატიასამდღიანი  გამწვანების აქცია ,,მომავლის ბაღში’’
შემდეგი სტატიაქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა