კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ახალი განყოფილება შეიქმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ახალი განყოფილება შეიქმნა

2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა  ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს აკისრებს. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, გაეროს კონვენციის თანახმად და   კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში,  მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც,  შესაბამისი ,,ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის“  სტრუქტურული ერთეული  შეიქმნა. რომელიც შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მუნიციპალური პროგრამების მართვას და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი განხორციელების კონტროლს. აღნიშნულ განყოფილებას ბოლნისში, პროფესიით ეკონომისტი, ლელა კვირიკაშილი უხელმძღვანელებს.

,,გაეროს კონვენციის თანახმად, კანონის გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებს ბავშვის დაცვის საკითხებზე.  შესაბამისად, კანონის ამოქმედებისთანავე, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც შეიქმნა აღნიშნული განყოფილება, რომელიც დაკომპლექტდა  6 თანამშრომლით, ჩვენ  ეტაპობრივად ვიწყებთ დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას. შევისწავლით თითოეული ბავშვის მდგომარეობას, ვისაც კი დასჭირდება დახმარება და  საჭიროებიდან გამომდინარე,  უზრუნველვყოფთ მათი პრობლემების მოგვარებას. ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული,   სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისი მიმართული იქნება ოჯახის გაძლიერებისკენ, რომ ბავშვი არ იყოს დაჩაგრული,  არ ჰქონდეს შიმშილის, ძალადობის და სხვა სახის პრობლემები, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო მოხდება ბავშვის მინდობითი პროგრამით უზრუნველყოფა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იქნება  სოციალური მომსახურების სააგენტო.  ჩვენი ვიმუშავებთ კოორდინირებულად და ყველა უწყებასთან  ჯაჭვური პრინციპით ვითანამშრომლებთ.“ აღნიშნა ლელა კვირიკაშვილმა.

ასევე, 1 სექტრემბრიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კიდევ ერთი  ახალი სტრუქტურული ერთეული,  გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება იფუნქციონირებს, რომელიც  ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის  და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. აღნიშნული განყოფილება  მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ფატი ტვილდიანი, გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი:

,,გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება  მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სექტემბრიდან შეიქმნა, რომელიც ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში იფუნქციონირებს. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წლების მანძილზე ფუნქციონირებდა ქალთა ოთახი და გენდერულ საკითხებში მერის თანაშემწის შტატი,  სწორედ ეს ორი სფერო გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთ ორგანიზაციად.

ახალი სტრუქტურული ერთეული კვლავ ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა უფლებების გაძლიერებას,  ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ ინფორმირებასა და ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში.

მიხეილ კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი:

-როგორც მოგეხსენებათ,  ბავშვთა დაცვის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით იყო მთელი რიგი ინსტრუქციები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კოდექსის შესაბამისად, უნდა უზრუნველგვეყო  კანონით გათვალისწინებული ყველა ფუნქციები, შესაბამისად, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში შეიქმნა ახალი განყოფილება, განყოფილების უფროსის  თანამდებობაზე  გამოცხადდა შიდა კონკურსი,  თანამშრომლების შტატებისთვის კი გადამზადდნენ უკვე  მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით სამუშაო  გამოცდილება.  ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებდა ახალი მუნიციპალური სერვისი ,,ქალთა ოთახი“ და გვყავდა მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, სწორედ, ეს ორი სფერო გაერთიანდა და შეიქმნა ახალი, გენდერული თანასწორობის საკითხთა“  განყოფილება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები