შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeგანცხადებებიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების მიერ 15 ნოემბერს შემოტანილ პეტიციას, რომელიც სოფელ დარბაზში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნას ეხება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები იჩენენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და აქტიურად ცდილობენ მათი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას.

ცენტრალური მთვრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სკოლამდელი აღზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული და დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია უახლოეს წლებში იგეგმება.

ამ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დაზუსტდა იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც ახალი ბაღები აშენდება და უკვე არსებული შენობების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია განხორციელდება.

ახალი საბავშვო ბაღი აშენდება:

დაბა კაზრეთში

ნახიდურიში

ტალავერში

მამხუტში

რაჭისუბანში

დარბაზში

უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში:

ქვემო ბოლნისი

ტანძია

ქვეში

ახალი და რეაბილიტირებული ბაღებით მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც ისარგებლებენ. საჭიროებიდან გამომდინარე, ბაღების მშენებლობის პროცესი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები