პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

ბოლნისელი ახალგაზრდები იტალიაში, ქალაქ მონტე ბაროში იმყოფებიან

ბოლნისელი ახალგაზრდები დემეტრე შაინიძე და ლუკა გაბიძაშვილი სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად იტალიაში, ქალაქ მონტე ბაროში იმყოფებიან, სადაც გაიუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს და უფრო მეტს გაიგებენ არაფორმალური განათლების შესახებ. ახალგაზრდები Erasmus+ პროგრამის „ახალგაზრდული საქმიანობა – შესრულებული ახალგაზრდების მიერ“ ფარგლებში იმყოფებიან, სადაც მასპინძლობას ასოციაცია „BIR“-ის პროფესიონალი ტრენერები უწევენ, ისინი საქართველოს, იტალიის, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთისა და თურქეთის 28 მონაწილე ახალგაზრდას უზიარებენ და უვითარებენ უნარებს ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ, სამშობლოში დაბრუნებული მოხალისეები პროექტში მიღებულ ცოდნას  ადგილობრივ თანატოლებს გაუზიარებენ. მოხალისეები Erasmus+ პროგრამაში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატიული განათლების აკადემიის“ ხელშეწყობით ჩაერთვნენ, ორგანიზაცია 2014 წლიდან  რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მუშაობს, რომელიც არაფორმალური განათლების გზით ინტერპერსონალური და ეროვნული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია ჩართულია Erasmus+ პროგრამაში, აქტიურად მუშაობს ევროპის სოლიდარობის კორპუსის გამგზავნ ორგანიზაციად, ასევე აქტიურად მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ გასვლით პროგრამებს.

„სწორედ ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, იტალიის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტში იქნა შერჩეული ორი ბოლნისელი ახალგაზრდა – დემეტრე შაინიძე და ლუკა გაბიძაშვილი, მათი შერჩევა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა, ისინი ორგანიზაციის აქტიურ მოხალისეებს წარმოადგენენ. ეს თანამშრომლობა კი ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სკოლასთან არის დაკავშირებული. ამ ორ ორგანიზაციას შორის არის ძალიან კარგი, მეგობრული და პროფესიული კავშირი. სკოლის დირექტორი  ნინო დევნოზაშვილი ორგანიზაციის პირველივე თხოვნაზე ეთანამშრომლათ – ძალიან დაინტერესდა, აქტიურად გაავრცელა მათ მიერ გამოცხადებული აქტივობები და აგვისტოს თვეში იტალიელ და ქართველ მოხალისეებსაც უმასპინძლა ბოლნისში, სკოლის ბაზაზე, სადაც მასპინძელი და მონაწილე ახალგაზრდები სწორედ ლუკა და დემეტრე გახლდნენ. იტალიური ორგანიზაციიდან დადებითმა შეფასებამ გამოიწვია ბოლნისელი ახალგაზრდების ერასმუსის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო ტრენინგ კურსში მონაწილეობა“. აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩილ ფოლადაშვილმა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები