ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტისა და ფსიქოლოგის ოთარ ფალიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა, თანამედროვე პოეტის მიერ პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, რომელსაც, მუსიკალურად, კულტურის სახლთან არსებული გიტარის შემსწავლელი წრის მოზარდები აფორმებდნენ.
საკუთარი ლექსები წაიკითხა ავტორმაც და აღნიშნა, რომ მოზარდების მიერ წაკითხულმა ლექსებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ბიბლიოთეკის კვირეული, ქვეყნის მასშტაბით, 22 აპრილს დაიწო და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით, 30 აპრილს დასრულდა.