HomeTVბალიჭის ბაღის აღმზრდელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

ბალიჭის ბაღის აღმზრდელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
ახალი სასწავლო წელი ბაღში ხვალ დაიწყება და დაწესებულება 150 აღსაზრდელს მიიღებს. ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ბაღის პერსონალთან ერთად, არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს. როგორც ალექსანდრე ზაბახიძემ აღნიშნა, გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება. ამასთან, სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღისთვის უახლოეს მომავალში უფრო მასშტაბური ცვლილებები — შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ბალიჭის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დაბა კაზრეთის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში გადანაწილდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სააღმზრდელო გარემოს შექმნაა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები