სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მოადგილეები, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია დაესწრნენ. საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის რეგიონში დამატებით განსახორციელებელი პროექტები და სახელდების რეფორმა.
მხარისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დამატებით 18 550 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 40-მდე პროექტი დაფინანსდება. თითოეულ მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 650 000 ლარი გადაეცემა.
სახელდების და დამისამართების რეფორმა ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ ეტაპზე 132 ქუჩა უკვე დამისამართებულია. დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი და 259 ქუჩის დამისამართება მიმდინარე.