ათასფრად განათებული ქუჩა, ბედნიერი სახეები, ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი ლამაზი დღე პრემიერისგან ბოლნისელებს, რომელიც დატვირთული იყო კულტურულ-გასართობი აქტივობებით, ორი საათიდან ორკესტრის მსვლელობით დაიწყო.
კოსტავას ქუჩა ლოკალურად იყო დატვირთული, საშობაო ბაზრობა, ნაძვის ხე, ცხელი გლინტვეინი, ტკბილეული, მხიარული ანიმატორები, ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა, რომელმაც ღონისძიებაზე მისული პატარები კიდევ უფრო გაახარა. აქტივობები ისე იყო გაწერილი, რომ იქ მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ მიეცათ. დიდი და პატარა მოახლოებულ ახალ წელს ულოცავდნენ ერთმანეთს და საგანგებოდ გაკეთებულ დეკორაციებთან სამსახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.
პრემიერის ინიცირებული ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბოლნისელებს დამდეგი შობა-ახალი წელი ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმა მიულოცეს და სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში გაწერილი აქტივობები იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე დაანონსებული იყო. ნოდარიკო ხუციშვილის ბენდის გამოსვლის დასრულებისთანავე ბოლნისის თავზე ულამაზესი ფოიერვერკი განათდა.