ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა

0
132

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველის სხდომა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოში ორი პარტია შევიდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წევრით. ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო, რომელიც ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. მან დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი წევრი ნონა რეხვიაშვილი უძღვებოდა. მან დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად თამაზ ჟორჟოლიანი წარუდგინა, რის შემდეგაც რეგლამენტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩიეს. ასევე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი მირიანაშვილი, რასულ ბახტიაროვი და ნონა რეხვიაშვილი. 36 წევრიან საკრებულოში, 12 მაჟორიტარული, 24 კი პროპორციული სისტემით არჩეული წევრია. სხდომაზე დაკომპლექტდა ხუთი კომისია და მოხდა ამავე კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. ფარული კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

წინა სტატიაპროექტის ფარგლებში, ბოლნისის ორ ბაღში რესურს–ოთახები საჭირო ინვენტარით აღიჭურვა
შემდეგი სტატიასოფელ ნახიდურში შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა