კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს, ხუთი გამარჯვებული ჰყავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს, ხუთი გამარჯვებული  ჰყავს. ბოლნისის მერიაში გამარჯვებული პროექტების გახსნის ცერემონიალი გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც, პროექტების ავტორებს გააცნეს ვალდებულებები, პირობები და გრანტის სახით გადასცეს ფულადი პრიზები. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებისგან მიღებული პროექტები, ბოლნისის კომიტეტის მიერ, კრეატივისა და ყველა იმ წესის დაკმაყოფილებით შეირჩა, რაც ახალგაზრდულ იდეას ჰქონდა გამოცხადებული.

,,ბოლნისის ახალგაზრდულმა იდეამ, თებერვალში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიღებული პროექტები კი გადაირჩა ბოლნისის კომიტეტის მიერ და გამოვლინდა გამარჯვებულები. 4 მაისს ბოლნისის მერიაში, გაიმართა 5 პროექტის გახსნის ცერემონიალი და გამარჯვებულებს,  გრანტის სახით, ფულადი პრიზები გადაეცათ. ბოლნისის ახალგაზრდულ იდეას,  მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროპის ფონდის მიერ, ყველაზე მეტი დაფინანსებული პროექტი აქვს.  შემოსული პროექტების ნახევარი დაფინანსდა,  საგრანტო თანხა  965 ლარს შეადგენს. გამარჯვებული პროექტებია:  ,,შეიმეცნე შენი სამშობლო,” ,,სახელოსნო,”  ,,სამართალი ჩვენს თემში,”  ,,ბიბლიოთეკა ჩემს სახლთან ახლოს,”  ,,საუკუნო საგზალი.”

   ,,შეიმეცნე შენი სამშობლო” არის პროექტი, რომელიც კულტურულ მნიშვნელობაზეა დაყრდნობილი, ამ პროექტიდან ველოდებით საკმაოდ დიდ გამოხმაურებას ბოლნისელი ახალგაზრდებისგან, რადგან ბოლნისში ბევრ ძეგლს  სჭირდება სათანადო ყურადღება.  ,,სახელოსნო” არის ჩვენი დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გააკეთებს თავის საქმეს.  ეს პროექტი მიმართულია გარემოს დაცვისა და ნარჩენების სწორად მართვის კუთხით.  ვფიქრობ, რომ ბოლნისის ახალგაზრდული იდეა,  ამ პროექტის დაფინანსებით იამაყებს.  ,,სამართალი ჩვენს თემში” არის ორიენტირებული პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობენ საინტერესო და მეტად მიზანდასახული მოზარდები. ვფიქრობ, პროექტის დასრულების შემდეგ, ამ თემატიკასთან დაკავშირებით, მეტად მცოდნე საზოგადოება გვეყოლება. ,,ბიბლიოთეკა ჩემს სახლთან ახლოს” ჩვენი პროექტებიდან არის ერთ-ერთი გამორჩეული, რადგან თავიდან ბოლომდე  სოციალური პროექტია, დაბა კაზრეთში ეს პროექტი განხორციელდება სოციალურად დაუცველებთან და ლტოლვილებთან, რაც შეახსენებს მათ, რომ ბოლნისის ახალგაზრდული იდეა, აქტიურ ბავშვებთან ერთად, მათ გვერდითაა. და ბოლოს,  ,,საუკუნო საგზალი” არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დაინტერესებას უზრუნველყოფს იმ დარგში, რომელიც მეტად მივიწყებულია, ეს არის სამსახიობო ოსტატობის დაუფლება.  აღნიშნული პროექტი საამაყოა იმით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღარ არის მოზარდთა სამსახიობო სივრცე და ამ პროექტის დაფინანსებით, ხელი შევუწყვეთ, რამდენიმე სპექტაკლის გამართულად დადგმას და ღონისძიებებს. ვფიქრობ, ბოლნისის ახალგაზრდული იდეის ისტორიაში, წლევანდელი საგრანტო კონკურსი, სამაგალითო და საამაყო იქნება,“განაცხადა ბოლნისის ახალგაზრდული იდეის წევრმა ლუკა გაბიძაშვილმა.

ახალგაზრდული იდეის ზედამხედველობის ქვეშ, ხუთივე პროექტი დაიწყებს განხორციელებას და უმეტესი ნაწილი, ერთი თვის ვადაში დასრულდება. რამდენიმე პროექტი კი არის ისეთი, რომელიც დაიწყება და დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ბოლნისელებს.  ბოლნისის ახალგაზრდული იდეა, პროექტების დასრულების შემდეგ, გამართავს დახურვის ღონისძიებას.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები