„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“-ამ პროექტის ფარგლებში დღეს სათემო ცენტრის ახალგაზრდები, ბოლნისის მერიის ხელმძღვანელ პირს, საკრებულოს წარმომადგენელსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსს შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისებზე ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ ფორმატის ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს პროექტში ჩართული ახალგაზრდების შეხვედრებს სახელმწიფო სტრუქტურის სხვადასხვა წარმომადგენლებთან.