საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.
სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნისა (Gaudeamus Igitur) და ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარდგენით გახსნეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლებთან და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი და გეოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი თორნიკე ლიპარტია სტუ-ის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა.
საიუბილეო სიმპოზიუმს სხვადასხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები ესწრებოდნენ.