შაბათი, აპრილი 26, 2025
spot_img
HomeTVბოლნისის აგროცენტრში სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის აგროცენტრში სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

[:en]

დღეს, ბოლნისის აგროცენტრში სამწლიანი პროექტის  შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 2018 წლის 1 თებერვლიდან,  ევროკავშირისა და „რეგიონის განვითრების ცენტრის“ პარტნიორობით ხორციელდება. საგრანტო პროექტის სრული ღირებულება 380 000 ევროს შეადგენდა, აქედან 60 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია იყო. პროექტის  ძირითად მიზანს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის  განვითარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარი ინფრასტრუქტურისა და მეწარმეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის მიმდინარეობა დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად შეაჯამა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა აგროცენტრის ბიზნეს მოდელი, რომლის საფუძველზეც მოეწყო შესაბამისი შენობა-ნაგებობა, რომელიც აღიჭურვა  თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით,  2020 წლის იანვრიდან  კი სრული დატვირთვით დაიწყო  ფუნქციონირება. ბოლნისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც ფერმერებსა და მეწარმეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.  აქ დაინტერესებული პირისთვის მომსახურების  შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია  როგორც  სახელმწიფო,  ისე  აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აღსანიშნავია რომ, აგროცენტრში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებიც არიან დასაქმებული.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა გერმანული უბნის ნაწილის რეაბილიტაცია,  მოწესრიგდა მიწისქვეშა კანალიზაცია, გზა და ტროტუარები, მოეწყო გარე განათებების სისტემა. აღნიშნულ ქუჩაზე განთავსდა მარკირების ნიშნები და განხორციელდა ლაითბოქსის მონტაჟი, სადაც დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები