კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 96

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რამდენიმე თვეა სრული რეაბილიტაცია უტარდება, მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

 წლების განმავლობაში აღნიშნული სამსახური ჩვეულ რეჟიმში, ძველ შენობაში ფუნქციონირებდა. პანდემიის დაფიქსირებიდან კი ვალდებულებების ფარგლებში, დაიწყო შესაბამისი აქტივობები, რომლის განსახორციელებლად აუცილებელი გახდა სათანადო ინფრასტრუქტურა, რაც სამსახურს არ გააჩნდა.

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის თვიდან დაიწყო და მას, შ.პ.ს. ,,მეტრი“ ახორციელებს. შენობა სრულად ადაპტირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ლაბორატორიით, კეთილმოეწყობა ეზოც. სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება და ბოლნისს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ექნება.

ბოლნისში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო

0
ვენახი

☑ საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.

➡️ საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ბოლნისური ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, ამასთან უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

⤵️ ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.

⬇️ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა – მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

0
გიორგი მირიანაშვილი, კონსტანტიძე კორძაძე

15 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე განხილული იყო შემდეგი ოთხი საკითხი:

1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2.„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“; 3.„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სოფლის კრებების შედეგად მოთხოვნილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აპრილის N8 გაკნარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 4. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“. სამივე საკითხზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

ასევე დადებითად შეფასდა 2022 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

,,დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0

დიდგორის ბრძოლიდან 901-ე წელი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2022“ გაიმართა. დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა: პოლკოვნიკ – ოთარ დოლიძეს;მასტერ სერჟანტს – გენრი სიმსივეს;სერჟანტ – ალექსანდრე ქოთოლაშვილს.„დიდგორობა 2022“-ის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა “ბოლნისის კულტურის ცენტრმაც” მიიღო, რომელმაც საქართველოს რამდენიმმე კუთხე წარმოადგინა მათთვის დამახასიათებელი კულინარიითა და ფოლკლორით. „1121 წელს, მეფე დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა თურქ-სელჩუკები დაამარცხეს. ეს ბრძოლა ქართველი ერის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. „ძლევაი საკვირველი“ ნათლად ადასტურებს, რომ თავისუფლების სიყვარულს, გაერთიანებული ძალებით ერთი მიზნისკენ სწრაფვას ნებისმიერი მტრის დამარცხება შეუძლია. თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სოფელ არქევანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. სამი სოფლის: ქვემო და ზემო არქევანისა და ხატავეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდა. დასრულებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

მოსახლეობას გზასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. აქ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, 1700 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონის გზა  და მოეწყო სანიაღვრეები.

სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა -გოგი მეშველიანი

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი 14 წლის წინ შინდისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება გმირებს!“ – წერს გოგი მეშველიანი.

 2008 წლის 11 აგვისტოს,  რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

„სოფიქსის“ საჯარო ლექცია კომპანია „არემჯიში

0

არემჯი უნუკალურ შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს, სასწავლო ცენტრ სოფიქსის მიერ შემუშავებული ერუდიციის საჯარო ლექციის კურსი გაიარონ, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომპანია არემჯი  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლებს მუდმივად სთავაზობს სხვადაასხვა სახის ტრენინგ-სემინარებს. სალექციო კრურსი, ზაფხულის ცხელი დღეების, დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესამსუბუქებლად და განტვირთვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

პროექტის ფარგლებში არემჯიმ სასწავლო ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი გიორგი გოგელია მოიწვია.   სპეციალური პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში აიმაღლონ და გაიუმჯობესონ ინტელექტუალური შესაძლებლობები.

პროგრამა, რომელიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ეპოქას, მსოფლიო და ქართველი კლასიკოსების მოღვაწეობას  ეხება, ოთხი საჯარო ლექციისგან შედგება.

ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

0

საქართველო 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, მათ შორის სამი მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები გვირგვინით შეამკო.

 აგვისტოს ომის გმირებს, ნოდარ დევნოზაშვილს, ასლან შაინიძესა და საბა დადვანს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ, პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმაც მიაგო.

14 წლის წინ, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ცხადდება კონკურსი „ენერგოეფექტურ სახალხო გამოგონებებზე”

0

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა – ქართული გამოგონებების მუზეუმი აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“.

კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება ყოფით ცხოვრებაში, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები და სხვა. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე მომსახურება ან საქმიანობა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს ამა წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: Gamogoneba.ge.

საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს.

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: acclab.geo@undo.org.

გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გუნდი.

გოგი მეშველიანი „მანგლისობა 2022“-ს დაესწრო

0

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 6-7 აგვისტოს დაბა მანგლისში სახალხო დღესასწაულს „მანგლისობას“ მასპინძლობს .

6 აგვისტოს , მანგლისში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დაესწრო, რომელმაც  ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივოების მნიშვნელობას ტურისტული დაბის პოპულარიზაციისთვის. 

„ვიმყოფებოდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმშვენიერეს დაბა მანგლისში, სადაც პირველად აღინიშნა მანგლისობის სახალხო დღესასწაული. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია საკურორტო დაბის პოპულარიზაციისთვის.მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ მანგლისი ვაქციოთ ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად.გულითადად ვულოცავ მანგლისელებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც აქაურობა უყვარს ამ დღესასწაულს. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა და საბავშვო სივრცეები. დღის ბოლოს კი გაიმართა საინტერესო კონცერტი. 

მაჟორიტარი ასევე ესტუმრა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ მეუფე ანანიას და მეუფის დალოცვა მიღო. 

ღონისძიების მიზანია, მანგლისში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, მანგლისის, როგორც საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ ზონად გადაქცევა.

დღეს 7 აგვისტოს, დღესასწაულს გააგრძელებს ბეგა ფესტი, სახელმწიფო ანსამბლი ,,ნართების” ლიეტუვას ანსამბლი ,,ავე- ვიტას” ფოლკლორული ანსამბლი ,,გუდარეხის” და ჯგუფი ,,REGGAEON”- ის მონაწილეობით. ღონსძიება დასრულდება ელექტრონული მუსიკით.