კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 94

ბოლნისში მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილ მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხები დეტალურად გააცნეს და ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია,  2022-2024 წლებში ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით, უფასოდ განხორციელდება.

ანი თეთრაძე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა

0

ანი თეთრაძე დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულია, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე   100%-იანი გრანტით ჩაირიცხა, როგორც თავად ამბობს ასეთ შედეგს არ ელოდა, რადგან საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მეტისმეტად კრიტიკულია.

,,აბიტურიენტობა იყო ძალიან სახალისო, შემეცნებითი და ამავდროულად დამღლელი პროცესი. ყოველ ღამე მიწევდა გამოცდებზე, ისტორიის გაკვეთილებსა და ქართულის ესეებზე ფიქრი, თითქმის მთელი დღე წიგნებთან ვიყავი, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს ვაბალანსებდი და ვცდილობდი თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვისაც დამეთმო. სწორედ ამას ვურჩევ სხვა აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა დაბნეულები არიან და არ იციან, საიდან დაიწყონ და როგორ მოასწრონ ყველაფერი, რომ დღის გეგმაში აუცილებლად გაწერონ საკუთარი თავისთვის დრო, რათა  ზედმეტი სწავლით არ გადაიწვან. ავიცენამ თქვა :”ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალი, მხოლოდ მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული”, ამ პრინციპს მივყვებოდი და აშკარაა, რომ გაამართლა. სამომავლოდ ვაპირებ ამ სფეროს ძირფესვიანად შესწავლას, ასევე მინდა შევისწავლო ის პატარ-პატარა გატაცებები, რომლებიც პატარაობაში მქონდა და სამწუხაროდ, ვერ შევძელი ადრეულ ასაკში მათთვის დროის გამოყოფა. მგონია, რომ არასდროს არაფერი არ არის დაგვიანებული და ცხოვრების ყველა ეტაპზე შეგვიძლია ჩვენი თავის პატარა მეს დაუკმაყოფილებელი სურვილების შესრულება, ესაა რისიც მწამს და რამაც შესაძლოა მიმიყვანოს დიდ სცენასა თუ სკანდინავიაში ოდინის ძველ სასახლესთან, ‘’აღნიშნა ,,გაზეთ ბოლნისთან”საუბრისას ანი თეთრაძემ.

გიორგი დოხტურიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი დოხტურიშვილი მერთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, კერძოდ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

გიორგი დოხტურიშვილმა სოფელ დისველში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პრიორიტეტულია თითოეული ოჯახისთვის. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი დავით კიკოლაიშვილი და გაერთიანებულის წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის დირექტორი გია ყიფიანი ესწრებოდნენ.

ფოლადაურის ხეობამ ,,თავგადასავალი 2022-ს“უმასპინძლა

0

ფოლადაურის ხეობა, ერთი კვირით, თავგადასავლების და სიახლეების  მაძიებელთა ადგილად გადაიქცა, სკაუტებისთვის მიმზიდველმა სივრცემ, გასული წლების მსგავსად, წელსაც უმასპინძლა ახალგაზრდებს. საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,  ხეობაში, 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, სკაუტური ბანაკი ,,თავგადასავალი 2022“ გაიმართა.       სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 12-დან 18 წლამდე ასაკის  80-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, რომლებიც 5 დღის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებულ ვორქშოფებში, ლაშქრობებსა და სკაუტურ თამაშებში იყვნენ ჩართული.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მომავალი თაობა

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეხმაურება და მომავალ თაობას წარმატებებს უსურვებს.

,,ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მომავალი თაობა. ახალგაზრდები ,რომლებიც შექმნიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. მათ უკვე გადადგეს წარმატებისკენ ნაბიჯი და დღეს გახდნენ სტუდენტები!

გილოცავთ სტუდენტობას !გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ,შესაძლებლობებით სავსე წლებს!”- გოგი მეშველიანი.

დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა 2022 წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს

0

დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა 2022 წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

,,ჩვენი სკოლის ამბები! სასიამოვნო, გასახარებელი ამბები გვაქვს:2021-2022 წლის – ლამაზი, გონიერი, მიზანდასახული , კარგად აღზრდილი -კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ.სკოლის დირექცია, პედაგოგები ამაყობენ ახალგაზრდების წარმატებით.

აი, ისინიც:

1.აბულაძე სალომე-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი- მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები-100% გრანტი

2. თეთრაძე ანი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ფსიქოლოგია-100% გრანტი

3. ყაფლანიშვილი გოგა-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 70% გრანტი

4. მუსხელიშვილი გიორგი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვა-50% გრანტი

5. მიქაცაძე ლიზი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-გამოყენებითი ბიომეცნიერებები -50% გრანტი

6. ავქოფაშვილი ხატია-გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი- სამართალი- 50% გრანტი

7. ნასყიაშვილი მიშიკო- თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტი-ეკონომიკა-სახელმწიფო დაფინანსება

8. კავლელაშვილი ლიკა-თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტი-ეკონომიკა-უნივერსიტეტი-ეკონომიკა-სახელმწიფო დაფინანსება

9. ბასილაშვილი ლუკა-საქრთველოს უნივერსიტეტი-სამართალი

10.ალთუნაშვილი საბა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკა

11.სელიმაშვილი ცოტნე-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-გეოდეზია-სახელმწიფო დაფინანსება

12. ბასილაშვილი გვანცა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიოლოგია-ბიოლოგია-სახელმწიფო დაფინანსება

13.ანამარია ბერიძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიოლოგია-სახელმწიფო დაფინანსება

14. ყაფლანიშვილი ლიკა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ინგლისური ფილოლოგია

15. ასლანიშვილი ია-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ტურიზმი

16. შაქარაშვილი ანა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ტურიზმი

17.მოდებაძე მირანდა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ტურიზმი

18.იასაღაშვილი ლია თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტი- ამერიკისმცოდნეობა

19.ყაფლანიშვილი ნინო-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ფარმაცია

20. ბიწაძე ნიკა-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია-სახელმწიფო დაფინანსება

21.პაპიაშვილი ზურაბ-საქართველოს ტექნიკური უ ნივერსიტეტი-სამთო და გეოინჟინერია-სახელმწიფო დაფინანსება

22. ჯაყელი დავით-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-სამთო და გეოინჟინერია-სახელმწიფო დაფინანსება

23. მჭედლიძე ნიკა-საქართველოს ტექნიკური უ ნივერსიტეტი-სამთო და გეოინჟინერია-სახელმწიფო დაფინანსება

24.გურამიშვილი გურამ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო და გეოინჟინერია-სახელმწიფო დაფინანსება

25.კულდონაშვილი დავით-საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- სამთო-გეოლოგიური-სახელმწიფო დაფინანსება

26.ნინიაშვილი გოგიტა-საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- სამთო-გეოლოგიური-სახელმწიფო დაფინანსება

27. ბასილაშვილი გიორგი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-სატყეო-სახელმწიფო დაფინანსება

28.ასპანიძე საბა- საქართველოს ტექნიკური უ ნივერსიტეტი-სატყეო-სახელმწიფო დაფინანსება

29. დემურაშვილი ლევან-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ინფორმატიკა

30. ჯაყელი კონსტანტინე-საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- საინჟინნრო მენეჯმენტი

31.გუსეინოვი რუსლან- საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცვია და მართვა

32. ჯაყელი ნუნუკა-კავკასიის უნივერსიტეტი- ქართული ფილოლოგია

33.ურუმაშვილი მარიამ- სოხუმის უნივერსიტეტი- ქართული ფილოლოგია

34.ასლანიშვილი სალომე-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ფსიქოლოგია

35. ხმალაძე ჯულია- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი- სამართალი

36. მჭედლიძე გოგა-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი- სამართალი

37.ხუციშვილი ნატო- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი- ტურიზმი

38.ძიძარია ანი-გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი-ჟურნალისტიკა

39. დემურშვილი ქეთი -გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის!მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის!მადლობა მოსწავლეებს სკოლის სახელზე ზრუნვისთვის!კაზრეთის N1 საჯარო სკოლა საუკეთესოა!”

გილოცავთ სტუდენტობას!

0

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, აქედან 32 100-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ოფიციალურ გვერდზე, განცხადებას აქვეყნებს.

,,დღეიდან თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც გამოწვევებით, თავგადასავლებითა და ახალი გამოცდილებებით იქნება სავსე. წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ. მჯერა, დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

0

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონსულტაციის დღე 5 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება

0

მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიწყებთ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას, ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს.ჩვენი ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალურია. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, აქ იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი, რომლებიც უკვე მზადაა. ამ მიმართულებით წამყვან კომპანია IBA-ში მიმდინარეობს ტესტირების ბოლო ფაზა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ორი ციკლოტრონი ხდის ჩვენს ცენტრს ჭეშმარიტად უნიკალურს, რადგანაც ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნით მკურნალობას, და აქვე ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი – პროტონული თერაპიის დროს, როდესაც ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები, ხოლო ჯანსაღი უჯრედები არ ნადგურდება. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების მკურნალობის დროს განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. როდესაც მე პირადად მხვდა წილად ბედნიერება, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შევხვედროდი და მათთან დეტალურად მესაუბრა ამის შესახებ, ყველა უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა იმ ამბავს, რომ ჩვენ გვექნება მთლიანად მეცნიერებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართველ მკვლევრებთან ერთად, აწარმოონ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში. ასევე, ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც ჩვენ, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ვიხილეთ ჩვენი ციკლოტრონები, რომელზეც უკვე გამოსახულია ქართული დროშა და სულ მალე ციკლოტრონები საქართველოში იქნება. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი, რადგან კავშირი სამეცნიერო კვლევით პროცესსა და იმ აკადემიურ პროცესს შორის, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს, უაღრესად მნიშვნელოვანია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღიზრდება ქართველ მეცნიერთა ის მომავალი თაობა, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადრონული თერაპიის ცენტრში. ამასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს, რაც მინდა საზოგადოებას გავუზიარო – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენ ვიწყებთ პირველ სადოქტორო პროგრამას. ეს გახლავთ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ბირთვულ ფიზიკაში, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან – აახენის უნივერსიტეტთან ერთად. სწორედ ეს არის ამ უნივერსიტეტის ფილოსოფია, რომ ყოველი აკადემიური პროგრამა შემუშავდეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. მოქმედი აკადემიური პროგრამები, როგორც იცით, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და მათთან თანამშრომლობით არის შემუშავებული. ჩვენ ყველას ძალიან გვეამაყება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზეა ეროვნული გამოცდების ქულების მიხედვით. ეს, რასაკვირველია, ძალიან სასიხარულო და საამაყო ამბავია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი არის უდიდესი საჩუქარი ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მთლიანად აკადემიური სივრცისა და მთელი რეგიონისთვის.ყველას კიდევ ერთხელ მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე – ადრონული ცენტრის მშენებლობის დაწყება და ყველას წარმატებები გისურვოთ!“.ღონისძიების ფარგლებში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სებასტიან შმიდტმა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

0

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა. NAEC-ის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.