კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 91

გოგი მეშველიანი: განსაკუთრებით რთული და ემოციური დღეა ჩვენთვის ვინც, ამ უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ არაერთი მეგობარი და თანამებრძოლი

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სოხუმის დაცემის 29 წლისთავს და 1992 წელს აფხაზეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა განსაკუთრებით რთული და ემოციური დღეა ჩვენთვის ვინც, ამ უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ არაერთი მეგობარი და თანამებრძოლი. თუმცა, ჩვენი ვალია გვახსოვდეს ამ ადამიანების თავგანწირვა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ოცნებას – ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ქვეყანაში, ხორცი შევასხათ. გვჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას . #ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს 1992 წ.“ -წერს გოგი მეშველიანი

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

0

1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა.13 თვიანი ბრძოლა სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი კი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად აქცია.

29 წლის თავზე ბოლნისელებმა გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიულო მთლიანობისთვის დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, გვირგვინით მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  შეამკო.

ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის ეპარქიის მთავარეპოსკოპოსმა მეუფე ეფრემმა გადაიხადა.

  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 30 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გიწვევთ სახალხო დღესასწაულზე „ბოლნისქალაქობა 2022“

0

„ბოლნისქალაქობა 2022“-ის სტუმრებს 15:00 საათიდან, ძველ გერმანულ უბანში, საბავშვო სივრცე, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების კუთხეები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის, ბოლნისის კულტურის ცენტრისა და ბოლნისში მოქმედი სკოლების შემოქმედებითი კოლექტივების აქტივობები დახვდებათ. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად დაიწურება ყურძენი.19:00 საათზე „ბოლნისქალაქობა 2022“-ის პროგრამა გაგრძელდება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლევან დეისაძის ბენდი და სპეციალური მოწვევით ნიკოლოზ ქაჯაია მიიღებენ.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. სახალხო დღესასწაული კი გრანდიოზული ფოიერვერკითა და დიჯეის სეტით დასრულდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულ ღონისძიებათა 2022-2024 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

0

საბჭოს წევრები სოფელ კიანეთსა და რატევანში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ მოისმინეს მათი საჭიროებები და თავის მხრივ მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, პროექტებსა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე. დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდათ გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანია: ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ მუნიციპალიტეტში საზოდაგოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას, გენდერული საკითხების პოპულარიზაცია , როგორც შიდა ისე გარე აუდიტორიაში, თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა.

აღნიშნული გეგმის ფარგლებში შეიქმნება ლიდერ ქალთა ქსელი, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე იქნებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოხდება ინფორმაციის გაცვლა. სწორედ, შეხვედრებზე ვლინდებიან ქალები, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ დამაკავშირებელი რგოლი ადგილობრივ საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებულ პუნქტში ჩატარდება და გამოვლინდებიან აქტიური ქალები.

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022“-ის დასკვნითი ღონისძიება

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოცდაერთმა სტუდენტმა კომპანია „არემჯიში“ ერთთვიანი სწავლების კურსი გაიარა, „საზაფხულო სკოლა 2022“-ის დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდა სამთო-გეოლოგებმა პრაქტიკულ სწავლებაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების დასრულება „არემჯის“ წარმომადგენლებმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“, წელს მეოთხედ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენას, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და მომავალში დასაქმების ხელშეწყობას. პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო.

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022

0

კაზრეთში „არემჯის” ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის  „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში  კომპანიამ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა.

ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში „არემჯის“ საწარმოებში  ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და  სამთო ტექნოლოგიები.

“საზაფხულო სკოლის პროექტი ერთის მხრივ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაეცნონ იმ საქმიანობას, რომელიც თავის მომავალ პროფესიად აირჩიეს, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს კომპანიას გაიცნოს ეს ახალგაზრდები, მათი ინტერესები, აჩვენოს მათ კომპანიაში დამკვიდრებული საერთაშორისო  სტანდარტები და მოთხოვნები, რათა მომავალში მხარეებს შორის შედგეს მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა.“ – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში  ერთთვიანი, ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული გადამზადების შედეგების შესაჯამებლად, პროექტის მონაწილეებმა არემჯის მენეჯერებს და სტუ-ს  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს პრეზენტაციები წარუდგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცათ.

პროექტ „არემჯის საზაფხულო სკოლის“ მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე  კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა დაის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და HEKS-EPER Georgias-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.

19 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანი.

განხილული იყო ხუთი საკითხი:

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

2. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”;

3. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”;

4. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;

5. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ”. ხუთივე საკითხზე მიღებული იქნა დადაებითი გადაწყვეტილება.

“წიგნის ბუდე” ბოლნისში

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ღია სივრცეში „წიგნების ბუდე“ განთავსდა. სკვერში მოწყობილი ბიბლიოთეკიდან, მსურველს შესაძლებლობა ეძლევა აიღოს ნებისმიერი წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით. აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდე“ სხვადასხვა რეგიონში თემატური იერ-სახითაა წარმოდგენილი, ბოლნისის მინი ბიბლიოთეკას სიმბოლურად ძველი გერმანული ეკლესიის სახე აქვს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოძრავი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გერმანელი კოლონისტების ამსახველი ისტორიული მასალები.აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, რომელიც განათლებასა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„წიგნის ბუდის“ გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი დაესწრნენ.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული მინი სტადიონი გაიხსნა

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის განახლებული სტადიონი, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორთან ლევან სილაგაძესთან და ნორჩ ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობა სტადიონი, გადაიხურა ტრიბუნები, შეიცვალა მინდვრის საფარი, კეთილმოეწყო გასახდელები და სველი წერტილები. დამონტაჟდა განათება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მინი-სტადიონი მზადაა უმასპინძლოს თამაშებს. ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.