ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 228

ტრენინგი დასაქმებულთა უფლებების შესახებ

0

26 დეკემბერს, რიტუალური მომსახურების სააგენტოში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემებზე: დასაქმებულთა შრომითი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლება მოვალეობები, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონის შრომის კოდექსით და ,,საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“- მოთხოვნები და რეკომენდაციები. სემინარს უძღვებოდა საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა, სადაც მონაწილეობდნენ ამერიკის ,,სოლიდარობის ცენტრის“ ექსპერტი ია ყაყიჩაშვილი და საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მანანა გელაშვილი. ტრენინგი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ნინო შეყილაძე, რიტუალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი: ,,რიტუალური მომსახურების სააგენტოში, სულ რაღაც ერთი თვეა დაფუძვნდა პროფკავშირები რომელშიც 67 თანამშრომელი გავწევრიანდით. ჩვენი მოთხოვნით ჩატარდა ტრენინგი პროფკავშირების უფლებების, დასაქმებულთა და შრომის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და გაუმჯობესების შესახებ. მინდა რომ ჩემმა თანამშრომლებმა აიმაღლონ ცოდნა შრომითი უფლებების საკითხში. მანანა გილაშვილი, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე: ჩვენ ბოლნისში ვატარებთ ტრენინგს პროფკავშირების უფლებების, დასაქმებულთა შრომის, სოციალურ-ეკონომიკური უფლებეის დაცვისა და გაუმჯობესების შესახებ, უფლებები რომელიც რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის შესაბამისად და მეორე თემა ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის ავალდებულებს დამსაქმებელს ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი მაინც, რომელიც კონტროლს გაუწევს ადგილზე შრომის პირობებს და თავდაცვის რეგულაციებს. სემინარი დაფინანსებულია ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრის მიერ.

ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

0

2020 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქტივობები  განსხვავებულ და საინტერესო რეჟიმში დაიწყო.  კერძო და საჯარო სკოლების ჩართულობით, მერიის წინ საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად კი ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა იზრუნეს. თოჯინების თეატრმა პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საინტერესო სანახაობა წარუდგინა.  საშობაო აქსესუარებმა, სახალისო ყიდვა-გაყიდვამ,  ცეკვებმა  და სიმღერებმა,  მრავალფეროვანმა სანახაობამ საახალწლო განწყობა  კიდევ უფრო გაალამაზა.   

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში პირველად განათდა.  ცერემონიალს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებათა ციკლი 25 დეკემბერს დაიწყო და 30 დეკემბერს, მთავარი ღონისძიებით დასრულდება, რომელიც ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის შენობის წინ გაიმართება. ბოლნისელების განწყობაზე ჯგუფი  ,,Reggaeon“  და  DJ SET იზრუნებს.  


სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს. კვების პროდუქტები დღეს 170 ოჯახმა მიიღო. მუნიციპალიტეტისგან საახალწლო ნობათები მიიღეს შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც. ხელმძღვანელობამ შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა, დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა და ტკბილეული მიუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 350 ბენეფიციარს ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით უმასპინძლდება.

საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებული საბა შალიკიანი გახდა

0

შვიდ ფინალისტს შორის საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის’’ გამარჯვებული  დაბა  კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა შალიკიანი გახდა. პროექტი,რომლის გენერალური სპონსორი კომპანია ,,არემჯია’’ ბოლნისში  3 კვირიანი დაძაბული მარათონის შემდეგ დასრულდა. ისტორიის კონკურსის საფინალო  შეხვედრას და გამარჯვებულების გამოვლენას ბოლნისის მერიამ უმასპინძლა. მონაწილეებს და  მათ პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ,ხოლო პროექტის გამარჯვებული ,,დიდგორელი’’,, არემჯისგან’’  ექვსი თვის მანძილზე სტიპენდიას მიიღებს.

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება ,, ეროვნული იმპერატივის ‘’ პროექტი ბოლნისში დასრულდა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის’’ პროექტი დასრულდა. ერთი  წლის მანძილზე ,,ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითმა კლუბმა’’ ბოლნისელი მოსწავლეებისთვის თორმეტი აქტივობა  განახორციელა. შემაჯამებელი ღონისძიების თემა  განათლება, აღზრდა, შემეცნება და სამოქალაქო  კულტურა იყო, მოეწყო სემინარი და შემეცნებითი თამაშები,რის შემდეგაც პროექტი საზეიმოდ დაიხურა, სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ აქტიური მონაწილეები, ხოლო პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის  მადლობის სიგელი გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა  სამსახურის უფროსს.

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის ‘’ პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის სტიმულირება – წახალისებასა და ხელშეწყობას,არაფორმალური განათლების კომპონენტების დანერგვასა და პოპულარიზაციას,ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

ზურაბ პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში

0

ბოლნისის სპორტულ ცხოვრებაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა  საფუძველი, ქართული სპორტის დიდი ქომაგის,  ზურაბ პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება. მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, მომავალი წლიდან  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდებიც ჩაერთვებიან. ტურნირის ჩატარების იდეა ზურაბ პეტრიაშვილის სამეგობროს ინიციატივით გაჩნდა და მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა. ბოლნისის კულტურისა და დასვენების  პარკში ტურნირი 21 დეკემბერს გაიმართა, გამოვლინდნენ   გამარჯვებულები.  პირველ ადგილზე გასულმა  გუნდმა  გარდამავალი თასი, მედლები და სიგელები მიიღო,ხოლო მეორე ადგილზე გასული მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდა.

25 დეკემბერს, ბოლნისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

0

25 დეკემბერს, ბოლნისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით იქნება დატვირთული.

პროგრამა:

16:00 საათი – სახალხო სეირნობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელოვანი ადამიანების თვითნაკეთი ნივთების, აგრეთვე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფართო სპექტრის გამოფენა – გაყიდვები და სხვადასხვა საახალწლო ინსტალაცია, საზოგადოების მხრიდან ფოტო – სესიის გამართვა ანიმაციის სხვადასხვა გმირთან.

17:00 საათი – პატარებისათვის გაიმართება კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი „სათაგური“.

17:15 საათი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა კონცერტი.

18:00 საათი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვისხის სახალხო – სადღესასწაულო ანთების ცერემონია.
მობრძანდით და ერთად შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა!

კომპანია ,,არემჯიმ“ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს“ უმასპინძლა

0

სკოლის 19-მა მოსწავლემ და პედაგოგებმა მოინახულეს კარიერი და კომპანიის სამუშაო პროცესს გაეცნენ, რამაც ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კომპანიაში მოსწავლეების ვიზიტი სკოლის ღია გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა, მერვე კლასის დამრიგებლის ინციატივით მოსწავლეები პერიოდულად მშობლების პროფესიას გაეცნობიან.

,,არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით სამომავლოდ დაინტერესებული პირები და ტურისტული ჯგუფები შეძლებენ სამთო ტურის ფარგლებში კომპანიის მონახულებას.

ბოლნისი წელს მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი

0

ბოლნისი წელს უკვე მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი, ნომინაციაში ,,მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის”.
საქართველოდან 38 პროექტი იქნა წარდგენილი და აქედან მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული: ბოლნისი, ქუთაისი, ცაგერი, ზუგდიდი და ბათუმი.

თოჯინები თეატრი გიწვევთ საშობაო ზღაპარზე

0

24 და 26 დეკემბერს 17 საათზე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და  კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი გეპატიჟებათ ,,მელია დედობილის საშობაო ზღაპარზე“. თქვენ გელით დაუვიწყარი საშობაო  მასკარადი, ზღაპარი, სადაც თოჯინები ცოცხლდებიან და ნამდვილ გმირებად იქცევიან.

სეანსები გაიმართება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში. 

ბილეთის ფასია 2 ლარი.