კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 215

სოფელ მუშევანიდან ათივე ინფიცირებული გადაყვანილია

0
[:en]

სოფელ მუშევანიდან ყველა ინფიცირებული მოქალაქე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია. სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს ხოლო სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. სოფლის მაცხოვრებლებმა უფლება არ მისცეს მედიკოსებს დაინფიცირებული პაციენტების გადაყვანის, რათა მათი დროული მკურნალობა დაწყებულიყო.

[:]

რა მდგომარეობაა წითელ ზონაში მკაცრი კარანტინის ოცდამეთვრამეტე დღეს -ინტერვიუ გოგი მეშველიანთან

0
[:en]

ოლნისის მუნიციპალიტეტი ოცდამეტვრამეტე დღეა მკაცრ საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაკეტილია რამდენიმე სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი.  ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. მიმდინარეობს ადგილობრივების კვლევა და კონტაქტების მოძიება, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაიგზავნილი 14 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხები დღის ბოლოს გახება ცნობილი. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში
COVID-19 -ის 93 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ხუთი გამოჯანმრთელებული, ორი  კი გარდაცვლილია.  თვითიზოლაციაში იმყოფება 259 ადამიანი, კარანტინში-113.

მოხალისეების ჩართულობით გრძელდება განმეორებითი თერმოსკრინინგის პროცესი. რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
მასშტაბური სახე მიიღო,   ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებებმა. საქველმოქმედო აქციების ფარგლებში,  დღეის მონაცემებით სურსათით უზრუნველყოფილია 9 000 ოჯახი. აქტიურად მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული პირების გაყვანაც.

24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბიც.

მოხალისეთა ჯგუფების მიერ, ხორციელდება  ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება.

27 აპრილიდან , კარანტინის ზონაში  მოქალაქეებისთვის  საშვის გარეშე ავტომობილით გადაადგილება დაშვებულია  სურსათის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვა გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.  სხვა შემთხვევაში   დაკეტილ  დასახლებულ  პუნქტებში,  შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური საშვით.მკაცრი კარანტინის ზონიდან გასვლა  კი დასაშვებია, მხოლოდ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლით, შესაბამისი სპეციალისტების მონიტორინგით.
კარანტინის ოცდამეტვრამეტე დღე ბოლნსში.  რა მდგომარეობაა და რა ღონისძიებები ხორცილდება წითელ ზონაში,  გაზეთ ,,ბოლნისთან“ვრცლად   ბოლნისის მუნიოციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა ისაუბრა.

[:]

ბოლნისის ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულმა 130-მა მოქალაქემ დატოვა

0
[:en]

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანის მეშვიდე ეტაპი განხორციელდა.

მეშვიდე ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის ტერიტორია 130-მა მოქლაქემ დატოვა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ბოლნისში მოუწიათ ყოფნა. მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ სულ მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონაში დარჩენილმა 330-მა მოქალაქემ დატოვა.

[:]

სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები. დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესებში სასუქის შეტანის პროცესს ბოლნისის მაჟორიტარი, მერთან და საკრებულოს თავჯდომარესთნ ერთად დაესწო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სასოფლო – სამეურნეო სამუშაობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცვნენ. ფერმერებს მიწის ნაკვეთებამდე გადაადგილება, მათთვის დაშვებული საშვების საშვალებით შეუძლიათ.

[:]

საინფორმაციო კამპანია COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციისთვის გრძელდება

0
[:en]

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დღეს მორიგი აქტივობა განხორციელდა, ორგანიზაციის მიერ მოწოდებული  550-მდე ჩანთა, მოსახლეობას დაურიგდა.   რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის  პრევენციული  ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. კამპანიის მიზანია მოქალაქეების  უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.  

„მაშინ როდესაც პანდემია მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი საკითხია, ჩნდება კითხვა: არის კი საჭირო დამატებითი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება? ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა „დიახ“ და გარკვეული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა დაგვანახა. ერთის მხრივ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ – თავი დაიცვან დეზინფორმაციისაგან. მიმდინარე პერიოდში, სურსათის ჩანთებზე, რომლებიც ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობით გადაეცემა მოწყვლად მოსახლეობას, განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე“. – განაცხადა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). 

[:]

შეჭირვებული ოჯახების დახმარება აქტიურად გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებებმა  მასშტაბური სახე მიიღო, საკარანტინინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ,   შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, კერძო და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით არაერთი აქცია ჩატარდა. სოლიდარობის ფარგლებში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება, მორიგი   დახმარება დღეს ბოლნისის რაგბის კლუბმა ,,ყოჩებმა’’ განახორციელეს, სოლიდარობის აქციაში ჩაერთო საფეხბურთო კლუბი ,,სიონი,’’ მათ სასურსათო ნობათები 40 ოჯახს მიუტანეს.

[:]

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო ბოლნისში კიდევ სამი სოფელი ჩაიკეტა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები: ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
ახალ შემთხვევებზე ვრცელ კომენტარს ქვემოქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აკეთებს

[:]

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლები: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი ჩაიკეტა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ხატისოფლისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!

[:]

კარანტინის ოცდამეცამეტე დღე ბოლნისში- არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს

0
[:en]

დღეის მდგომარეობით, ბილნისის მუნიციპალიტეტში ჯამში COVID-19 -ის 61 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ოთხი გამოჯანმრთელებული,ორი კი გარდაცვლილია.

დღეს ე.წ. ჩარჩენილი პირების გაყვანის მეექვსე ეტაპი განხორციელდა, ტერიტორია დატოვა 47 პირმა, ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტიდან სულ გასულია ბოლნისში არარეგისტრირებული ორასამდე მოქალაქე.

,,ჩვენთან მომართვის შედეგად ბავშვთა კვებით უზრუნველვყავით 36 ოჯახი;

გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათით უზრუნველყოფილია 6 550ოჯახი;

მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებების კვლევა, საგანგებო საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში ;

თვითიზოლაციაში იმყოფება 257 ადამიანი, კარანტინში-86;

გაიცა 84 საშვი (ფერმერებზე -32; კომპანიეზე -11; დისტრიბუციისთვის-41);

მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება,” განაცხადა გოგი მეშველიანმა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაყვანის მეექვესე ეტაპი განხორციელდა

0
[:en]

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

მეექვსე ეტაპის ფარგლებში ბოლნისის ტერიტორია 47-მა მოქლაქემ დატოვა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ბოლნისში მოუწიათ ყოფნა. მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

[:]