კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 207

ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ჩაკეტილი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

0

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი,  სამაჟორიტარო ოლქში მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად   სოფელ მუშევანის მოსალეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს  ადგილობრივების საჭიროებები და კიდევ ერთხელ გააცანეს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის,რომ  სოფელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს  დაუბრუნდეს.

პროტოკოლის მიხედვით ადგილობრივებს  მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვლავ მკაცრ  საკარანტინე რეჟიმში მოუწევს ცხოვრება. აღნიშნული დროის შემდეგ გატარდება დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები, რისი შედეგების მიხედვითაც  ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას იზოლაციისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

„ჩვენ, მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღების  ქვეშ გვყავს , ვცდილობთ ზრუნვა არ მოვაკლოთ და  ყველა საჭიროებაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, უახლოეს პერიოდში კვლავ ვგეგმავთ სოციალური აქციის გამართვას.“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას მერე მოქმედებს მკაცრი კარანტინი. დასახლებაში ეპიდემიოლოგების მიერ მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირების   შედეგად დაავადების  ბოლო დადასტურებები 30 მაისს დაფიქსირდა.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად კომპანია ,,არემჯი” სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებს

0

დღეს, სოფელ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და კომპანია ,,არემჯის” აღმასრულებელ დირექტორთან თორნიკე ლიპარტიასთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ადგილობრივი, საკანონმდებლო ხელისუფლების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, სოფელში წლების განმავლობაში არსებულ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

სოფელ ბოლნისის მიმდებარედ კომპანია ,,არემჯის” ფუჭი ქანების სანაყარო ფუნქციონირებს. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარების პროცესში დაეხმაროს.

შეხვედრაზე მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემას დეტალურად შეისწავლის, რის შემდეგაც კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

,,დღეს სოფელ ბოლნისის მოსახლეობას კომპანია ,,არემჯის” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შევხვდით, ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება სოფელში არსებული წყლის პრობლემა მოგვარდეს.
კომპანიამ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოპერირებს, კიდევ ერთხელ გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ საკითხში დახმარება აღგვითქვა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის მენეჯმენტს ამ ნაბიჯისთვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Covid 19-თან დაკავშირებით გამართულ ნახატების საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი სკოლა ,,დავითიანმა” მოიპოვა

0


” 2020 წლის მაისში ორგანიზაციამ “Women For Development” NGO გამართა ნახატების საერთაშორისო კონკურსი “Peace lessons from COVID-19” , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები 7 ქვეყნიდან. 84 ნახატიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული ნახატი, რომელთაგან პირველი ადგილი ერგო სკოლა ,,დავითიანის” მე-9 კლასის მოსწავლის მაია მარტიაშვილის ნახატს სახელწოდებით – ,,შიში”. ასევე, ნომინაციაში საუკეთესო ნახატი – ,,თავდადებული ექიმები” გაიმარჯვა, ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ იბრაგიმ აბდულაევმა.
მეორე ადგილზე გავიდა ეროვნებით სომეხი მოსწავლე ჯულია არუტინიანი ნახატით ” გავერთიანდეთ და შევებრძოლოთ ვირუსს”
ხოლო მესამე ადგილზე – უკრაინელი გოგონა ვალერია ოვჩარენკო ნახატით ,,თავიდან ავიცილოთ გლობალური კატასტროფა”. ამავე კონკურსის ერთ-ერთი ნომინაციის – ,, პრევენციის საუკეთესო გზავნილი” გამარჯვებული გახდა ასევე ბოლნისელი, №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ზურაბაშვილი.

“სიონი” მოედანს ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით უბრუნდება

0

ბოლნისის “სიონი” საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თემო-სკრინინგი ჩაიტარეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას კი გათვალისწინებული იქნა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა.

გეტაში აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ყველა პასუხი უარყოფითია

0


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში გუშინ მოსახლეობის სრული კვლევა ჩატარდა. აღებული 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშიდან “კოვიდ19” არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოიხსნება.

სოფელ გეტაში მასობრივი თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება ჩატარდა

0
[:en]

სოფელ გეტაში საკარანტინო რეჟიმის მოხსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგიურმა ჯგუფებმა დღეს წითელ ზონაში მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებიდან ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა.
დადებითი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და კვირის ბოლოსთვის სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება.
აღსანიშნავია, რომ გეტაში კორონა ვირუსი 16 მაისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ბოლო დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კი ორი საინკუბაციო პერიოდი სრულდება.

[:]

სოფელ ძველ ქვეშში 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ ძველ ქვეშში გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა,    ადგილობრივებს მალე შიდა მთავარ გზაზე გადაადგილების  პრობლემა აღარ ექნებათ, აქ 500 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი იგება, სამუშაოებს შპს ,,გზამშენი-2014’’ასრულებს. ინფრასტრუქტურული ობიექტი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით  ხორციელდება.

ძველ ქვეშში გასულ წლებში  ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა,დაიგო ასფალტი და მოეწყო სანიაღვრეები, დარჩენილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელში, მომაცალშიც  აქტიურად გაგრძელდება.

[:]

მეცხრე დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

0
[:en]

ბოლნისში გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ჯამში “კოვიდ 19″-სგან მუნიციპალიტეტში 103 ადამიანი განიკურნა.

ამ დრომდე ჩაკეტილია ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი. სოფელ გეტაში ბოლო შემთხვევა 16 მაისს დადასტურდა, საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, სოფლების გახსნის თაობაზე მსჯელობა დაიწყება, მანამდე კი სოფელში ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება.

ჯამში მუნიციპალიტეტში 185 დადასტურებული შემთხვევაა,საიდანაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 103 კი გამოჯანმრთელდა.

[:]

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

0
[:en]


8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, მგზავრთა გადაყვანა ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესების გათვალისწინებით მოხდება. ბოლნისიდან დედაქალაქის მიმართულებით მომუშავე კერძო ტაქსებისა და მიკრო ავტობუსების მძღოლებს, ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ დღეს კიდევ ერთხელ მიეწოდათ დეტალური ინმორმაცია. ხვალ დილის შვიდი საათიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, თბილისის მიმართულებით პირველი მარშუტი განხორციელდება, აღსანიშნავია რომ მგზავრებს გადაადგილება ძველი სამარშუტო განრიგით და უცვლელი ტარიფით, თუმცა ახალი წესების გათვალისწინებით მოუწევთ. ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით სავალდებულო ხდება მგზავრობის დროს პირბადის ტარება, იკრძალება მგზავრობისას ფეხზე დგომა, განიავების მიზნით ფანჯრები მუდმივად უნდა იყოს ღია, ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ კი ტრანსპორტს ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

[:]

თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება

0
[:en]

ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა , სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.

,,თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ევროპული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ და ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ვფიქრობ ხელს უდავოდ შეუწყობს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]