კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 189

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

0

კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა.

მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2017 წელს „არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. 

2018 წელს „არემჯიმ“ ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების  სტუდენტებისათვის სტიპენდია დააწესა. 2018-2019 წლებში „არემჯის“ სტიპენდიანტი 30-მდე ახალგაზრდა გახდა.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან შერჩეული მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ „არემჯის“ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. პროექტი ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კომპანიაში  დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ.

ყოველწლიურად  სტუ-ს დაწყებითი კურსის სტუდენტებს, „არემჯი“  სასწავლო-საველე პრაქტიკებზე მასპინძლობს, სადაც ახალბედა სამთოელები ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანიის წარმოების სრულ ციკლს ეცნობიან.

2019 წელს, სტუ-სთან ერთად კომპანიამ მუშაობა დაიწყო დუალურ საგანმანათლებლო პროექტზე „ინდივიდუალური განვითარების გეგმა“, რომელიც პროექტში ჩართული თითოეული მონაწილესთვის, მათი კომპეტენციების განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში.  „არემჯის“ ყავს 30-მდე სტიპენდიანტი, საზაფხულო სკოლაში 2019-2020 წლებში 120-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. გვსურს მომავალი სამთოელები, გეოლოგები, ქიმიკოსები და სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს მათ  სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში და  პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.  ჩვენის მხრივ მზად ვართ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ჩვენს კომპანიებში კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული და სტაბილური სამუშაო გარემო შევთავაზოთ.“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს დარგის პოპულარიზაციას, ზრდის სტუდენტებს შორის მოტივაციას  და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას. 

„უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატებული სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ გაღრმავდება და უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და თავად სამთო დარგის განვითარებისათვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. უახლეს მომავალში, ვგეგმავთ სტუდენტებთან ერთად ვეწვიოთ კომპანიას, ადგილზე გავეცნოთ წარმოებას და მათთან ერთად დავგეგმოთ დარგის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ „არემჯის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე. 

დმანისის №1 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0
[:en]

დღეს, საბავშვო ბაღებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო. დმანისის მუნიციპალიტეტის №1 საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლა, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად გარემონტდა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ახლად რეაბილიტირებული ბაღი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაათვალიერა.

[:]

პირველი მარტიდან ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება

0


მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 საბავშვო ბაღიდან 10-ში სააღმზრდელო პროცესი განახლდება, ხოლო სოფელ ტანძიასა და დაბა კაზრეთში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. როგორ ხვდება სასწავლო პროცესის განახლებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი, აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსი ქალბატონი ლელა გოგმაჩაძე გვესაუბრება:
-როგორც იცით, გუშინ გახდა ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რიგი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. მათ შორის, საბავშვო ბაღებში 1 მარტიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთანავე დავიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება, გვქონდა კომუნიკაცია მომწოდებლებთან პროდუქტების შემოტანის თაობაზე. ყველა მომწოდებელი მაქსიმალურად მზად არის, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომწოდებელმა ვერ მოგვცა 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ორშაბათამდე შეძლებს სრულფასოვანი მომარაგების უზრუნველყოფას. მისი თქმით, მან გუშინვე დაიწყო მზადება, თუმცა ამინდიდან გამომდინარე, ბაზარი იყო თითქმის ცარიელი და ვერ შეიძინა პროდუქტი. დღესაც გვქონდა მასთან კომუნიკაცია, დაგვპირდა, რომ ეცდება არ შეგვაფერხოს და სრულად მოგვაწოდოს პროდუქცია.
ასე რომ, თუ მომარაგების მხრივ არ შეიქმნება პრობლემები, ყველანაირად მზად ვართ პროცესის დასაწყებად. მართალია, ძალიან შემჭიდროებული ვადები გვაქვს, მაგრამ ამ დღეებს მათ შორის შაბათ-კვირას, თითოეული ბაღი, მაქსიმალურად გამოიყენებს პროდუქტების მისაღებად, დალაგება-დასუფთავებისთვის და დეზინფექციის ჩასატარებლად. დღეიდან გასულები არიან საბავშვო ბაღებში, მოხდა პირველ რიგში გათბობის სისტემების შემოწმება და ჩართვა, რათა ბავშვებს ბაღში სრულად უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
-პანდემიიდან გამომდინარე, როგორ შეხვდნენ მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას?
-ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მშობლებთან. შევისწავლეთ რამდენი აღსაზრდელი გვეყოლება ამ ეტაპზე ბაღებში და აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული 1253-დან 710 ბავშვის გამოცხადების მოლოდინი გვაქვს. დანარჩენები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
-რა რეგულაციები და რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი საბავშვო ბაღებში ?
-საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველ 2 კვირაში უნდა მოხდეს თანამშრომელთა 20% ტესტირება. ამ თემაზეც უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან ქალბატონ მაკა მამარდაშვილთან და შევთანხმდით, რომ ხვალიდან უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. ეტაპობრივად გაგრძელდება და სისტემატურად მოხდება ყველა თანამშრომლის ტესტირება. საბავშვო ბაღებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველსაყოფად რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა წესი იქნება დაცული.
12 საბავშვო ბაღიდან 10-ში განახლდება ამ ეტაპზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან ტანძიისა და კაზრეთის საბავშვო ბაღებშიც განახლდება, შეუერთდება ამ პროცესს, რომელიც ამ ეტაპზე იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ცოტა ხნით გადავადდა.

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ

0

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ ბათუმში – 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება

0

ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა საკოორდინაიცო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.ირაკლი ღარიბაშვილმა ის მიმართულებები დაასახელა, სადაც დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

• ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარეტბის ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხირდან მკაცრად გაკონტროლდება;

• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

• საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს.

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

0

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით შერაზადიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე,  ანგარიშის  დასრულების შემდეგ კი  სამომავლო გეგმებზე და  2021 წლის  მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.   

დავით შერაზადიშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა საკარანტინო პერიოდი, როდესაც ბოლნისი წითელ ზონად გამოცხადდა და პანდემიამ ყველა გააერთიანა, მერია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა, შეიქმნა საგანგებო შტაბი, არაერთი სოციალური, საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, გაწეული მუშაობისთვის მერმა მადლობა გადაუხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ეპიდემიოლოგებს, სამედიცინო პერსონალს, ბიზნესსექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატს და ქვემო ქართლის რწმუნებულს. 

მიუხედავად რთული გამოწვევისა, მუნიციპალიტეტში  არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები, რომელიც  ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდებოდა. 

მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობდა პრიორიტეტული მიმართულებებით. 2020 წელს 10 966 414 ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.  პირველმა პირმა ანგარიშის წარდგენისას გამოყო ის ძირითადი პროექტები, რომელიც ადგილობრივებისთვის მეტად  მნიშვნელოვანია, ტურისტების მოზიდვის მიზნით მოხდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაციის რეაბილიტაცია. გასულ წელსაც, პრიორიტეტი მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება იყო, სოციალური მიმართულებით ბიუჯეტიდან 3 302 900 ლარი დაიხარჯა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მუშაობის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა, გენდერული პოლიტიკა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, ასევე მნიშვნელოვან საკითხად რჩება ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობა, დისტანციური სწავლების მიუხედავად 2020 წელს  არ შეწყვეტილა  სტუდენტების დაფინანსება. სტიპენდიით 282  ახალგაზრდამ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან

95 800 ლარი დაიხარჯა.

„სიონის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და ყველა მატჩის მოგება იქნება“- აცხადებს კლუბის ახალი ხელმძღვანელი

0

ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონი, სტარტს პირველ მარტს აიღებს. ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება. გუნდები 36 ტურს ითამაშებენ.
ბოლნისის ,,სიონი”, პირველი ტურის მატჩს, ორ მარტს “რუსთავის” წინააღმდეგ გამართავს.
საფეხბურთო კლუბ ,,სიონს’’ ახალი დირექტორი ჰყავს. ბოლნისის კლუბის ხელმძღვანელად 11 თებერვლს ლევან სილაგაძე დაინიშნა. ლევან სილაგაძისთვის ბოლნისური კლუბი უცხო არაა, იგი წლების წინ, “სიონის” ღირსებას იცავდა. ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” დირექტორის თანამდებობა ეკავა. იგი ,,სიონში“ ახალი გეგმებითა და მიზნებით დაბრუნდა. სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.როგორი იქნება ახალი ,,სიონი’’, როგორ შეხვდება კარსმომდგარ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში და შეძლებს თუ არა “სიონი” ელიტაში კვლავ აღზევებას, ამ ყველაფერზე კლუბის ახალი დირექტორი გვესაუბრება.
-პირველ რიგში გილოცავთ ჩვენს ქალაქში ჩამობრძანებას, საინტერესოა რა დაგხვდათ და რა სიახლეებით იწყებთ?
-მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში ბოლნისელებს, უძველესი ქალაქის შვილებს, სადაც ფეხბურთი ყველას უყვარს. სწორედ ასეთივე განწყობა დამხვდა, რომ “სიონმა” უნდა იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. ქალაქის მერი დავით შერაზადიშვილიც და RMG-ის (“არ-ემ-ჯი”) ხელმძღვანელებიც იგივეს ფიქრობენ. ყველას უნდა, რომ “სიონი” იყოს წარმატებული გუნდი, ამისთვის კი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. სიახლე ბევრია, გვაქვს აბსოლუტურად ახალი გუნდი და გვყავს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და ყველა მატჩის მოგება იქნება.

  • სასიამოვნო მოსასმენია, რომ ასეთი კარგი მიზნები გაქვთ. თქვით რომ გუნდს არაერთი კარგი ფეხბურთელი შეემატა, ამით დასრულდა გუნდის შერჩევა თუ შესაძლოა ლეგიონერების მოწვევაც გახდეს საჭირო?
    -ნამდვილად, კარგი გუნდი შეიკრა, ისეთი ფეხბურთელები არიან თავმოყრილი, რომ აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდის სელექციის საკითხებს სამწვრთნელო შტაბი წყვეტს. ვფიქრობ არის რამდენიმე პოზიცია, სადაც არ აწყენდა გაძლიერება გუნდს.
    ზოგადად, აქცენტი ქართულ კადრებზე კეთდება, მაგრამ თუ გამოჩნდება ხარისხიანი ლეგიონერი და მისთვის მისაღები იქნება ჩვენი შეთავაზება, უარს არ ვიტყოდით.
    -წლებია ბოლნისში საწვრთნელი ბაზის პრობლემა დგას, ამ პრობლემის მოგვარებას როგორ გეგმავთ?
  • ბოლნისში ჩამოსვლისთანავე, პირველად რატევანში წავედი.
    ვთამაშობდი წლების წინ ბოლნისში და აქ არაფერია ჩემთვის უცხო. ჯერ-ჯერობით, ისევ თბილისში ივარჯიშებენ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოვაგვარებთ ამ საკითხსაც.
  • ბოლნისში ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ფეხბურთს, ოცნებობს კარგ ფეხბურთელობაზე, როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა ,,სიონს’’ საკლუბო აკადემია?
  • სჭირდება არა, ასე ვთქვათ, აუცილებელია. ძლიერი საკლუბო აკადემია კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. რუსთავში მუშაობისას საფეხბურთო სკოლის საკითხი რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ჩაიშალა. “სიონს” სჭირდება ძლიერი საფეხბურთო სკოლა, რომელიც კლუბთან ერთად განვითარდება და გაზრდის მოთამაშეებს. ეს კლუბის მომავალია და ვეცდები ვიზრუნო ამ საკითხზე.
    -წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან. ორ მარტს პირველი თამაში გაქვთ და იმედია გაახარებთ ბოლნისელ გულშემატკივრებს.
    -დიდი მადლობა, ამაში დარწმუნებული ვარ. ,,სიონს”თავისი მიზნები აქვს. ფავორიტად დავასახელებდი “გაგრას”, რომელმაც მოიპოვა კონფერენსლიგის საგზური, გააძლიერა გუნდი, შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი შემადგენლობის და მიაღწია წარმატებას. ჩვენც ამავე გზით ვივლით.
    -გისურვებთ წარმატებებს!

დარეჯან ოქრუაშვილი

პირველი „ჩინური სათბური“ ბოლნისში

0


დამწყები ფერმერი სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი ტექნოლოგიით ,,ჩინური სათბურის“ მოწყობით ჩაერთო და ბებია ბაბუის კუთვნილ 500 კვ.მეტრ ფართობზე სათბურის მშენებლობა დაიწყო. მსოფლიო პანდემიის გამო შეცვლილი საქმიანობა მიხეილ რეხვიაშვილისათვის ახალ გამოწვევად იქცა. სოფელ რაჭისუბანში მდებარე სასათბურე მეურნეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა და ახალგაზრდა ფერმერს მხარდაჭერა აღუთქვა.
პროფესიით გეოლოგისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობა მარტივი არ ყოფილა. პირველად ამ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია ტელეეთერში გასული სიუჟეტიდან გაიგო. დაინტერესდა და დაიწყო ინფორმაციების მოძიება, ადგილზე ნახა როგორ კეთდება ფერმა, გაიცნო ადამიანები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება და დაიწყო მშენებლობა, მან პირველი მოსავალი პამიდვრის უკვე გამოსცადა, ხოლო კარტოფილის მოსავალს, აღდგომის დღესასწაულისთვის ელოდება. როგორც თავად აცხადებს, სათბურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მთავარი საქმე გაკეთებულია
აღნიშნული ტექნოლოგიით გამზადებული სათბური ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთადერთია, ჩინური ტექნოლოგია სათბურის მიწის ქვეშ გაკეთებას და მზის ენერგიაზე გათბობას გულისხმობს. მეპატრონე მომავლისთვის გეგმავს საქმიანობის გაფართოებას და კერძო სექტორში ადამიანების დასაქმებას.

კომპანია “არემჯიმ” გასულ წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გამოაქვეყნა

0
  • ინფრასტრუქტურა კაზრეთში – 2020 წელს კაზრეთში განხორციელდა 15 000 კვ.მ გზის რეაბილიტაცია, განხორციელდა 6 სკვერის კეთილმოწყობა, კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშო ბაღებში დამონტაჟდა ატრაქციონები.
  • სპორტი – 2020 წლიდან არემჯი ძიუდოში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია. კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის და ფეხბურთის მხარდაჭერაშიც. არემჯი სარაგბო კლუბ ყოჩების და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ სიონის გენერალური სპონსორია. კომპანია წლებია ყოველთვიურად აფინანსებს თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ჭაბუკთა ფეხბურთის, რაგბის, მკლავჭიდის, შერეული ორთაბრძოლებისა და ჭადრაკის კლუბებს როგორც ბოლნისისა და დმანისის, ისე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც 1000-მდე ახალგაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლება.
  • თანამშრომელთა მხარდაჭერა – აღნიშნული მიმართულებით კომპანია მრავალ აქტივობას ახორციელებს: მათ შორის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა/მონიტორინგი, ტრანსპორტირება, უფასო კვება. მიმართულების ფარგლებში 2020 წელს არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია სამთოელის დღე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამშრომლები ჯილდოვდებიან და დაისვენე საქართველოში რომლის ფარგლებშიც 500-მდე თანამშრომელმა და მათმა ოჯახის წევრმა დაისვენა.
  • ღვინო ბოლნისი – ადგილობრივმა მეღვინე/მევენახეებმა უძველესი ქართული ტრადიცია – ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა აღადგინეს და ბოლნური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს. არემჯისგან მიღებული ყოველწლიური დაფინანსების ფარგლებში ხდება მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ბოლნური ღვინის წარდგენა. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად მეღვინეებმა ერთობლივი ძალებით 26 000 ბოთლი ღვინო ჩამოასხეს.
  • კულტურა – არემჯი რეგიონში სახელოვნებო ანსამბლებისა და სასწავლო წრეების აქტიური მხარდამჭერია. ადგილობრივ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ცეკვა, სიმღერა და მხატვრობა. კომპანია არემჯის მიერ დაფინანსებულ სახელოვნებო სტუდიებში ყოველწლიურად 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
  • ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა – პროექტის ფარგლებში საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფარგის ასიათასობით ლიფსიტა გაეშვა.
  • საგანმანათლებლო პროექტები – არემჯი არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორის სტუ-ს სტიპენდიების პროგრამა და არაფორმალური განათლების პროექტები. რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტებს შორის არის: საზაფხულო სკოლა, იდეების ლაბორატორია, ისტორიის კონკურსი დიდგორელი, ეტალონი.
  • COVID 19 – საქართველოში COVID 19-ის გავრცელების დღიდან, არემჯის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვასთან ერთად, რეგიონში ადგილობრივი თემის მხარდამჭერი ეფექტური ინიციატივების წარდგენა და მათი სწრაფი განხორციელება წარმოადგენდა.