კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 185

ახალგაზრდების მოგებული გრანტით სოფელ ხატისოფელში სკვერი გაკეთდება

0

სოფელ ხატისოფლის ახალგაზრდებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო კაბინეტში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა მერის თანაშემწე ახალგაზრდული პოლიტიკის  საკითხებში. საინიციატივო ჯგუფმა მერს ინფორმაცია მიაწოდა ფონდ „ორბელიანი საქართველოს – იდეების კონკურსის შესახებ, სადაც მათმა წარდგენილმა პროექტმა  გაიმარჯვა და ხუთიათას ლარიანი გრანტი მოიგო. აღნიშნული თანხით სოფელში სკვერის მოწყობა იგეგმება, ადგილი უკვე შერჩეული აქვთ.  მერმა მათ მაქსიმალური მხარდაჭერა  და თანამშრომლობა აღუთქვა, მუნიციპალიტეტი სკვერის მოწყობისთვის გასაწევ ყველა ტექნიკურ სამუშაოს თავად შეასრულებს.

ევამარია თამაზაშვილი, საინციატივო ჯგუფის წევრი:

,,მივიღეთ მონაწილეობა ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს’’ მიერ გამოცხადებულ კონკურში – სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა, სადაც გავიმარჯვეთ,ჩვენ გვინდა სოფელში გავაკეთოთ სკვერი,მუნიციპალიტეტის მერს შევხვდით, ვთხოვეთ დახმარება სხვადასხვა საკითხებში, რაზეც მხარდაჭერა მივიღეთ. იმედი გვაქვს, მალე დავიწყებთ სკვერის მოწყობის სამუშაოებს

,,დღეს, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შევხვდით, განვიხილეთ დაფინანსებული პროექტის თითოეული დეტალი. გავაანალიზეთ პროექტის სამომავლო შედეგები და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. მუნიციპალიტეტი სკვერის მოწყობისათვის გასაწევ ყველა ტექნიკურ სამუშაოს თავად შეასრულებს. ახალგაზრდებს დაეხმარება ტერიტორიის დასუფთავებაში, მოსწორება, შემოღობვა, გამწვანება, სკამებისა და საქანელების მონტაჟში. ახალგაზრდობის პერიოდი, ეს შესაძლებლობის განვითარების საუკეთესო პერიოდია. ახალგაზრდებს აქვთ მრავალი იდეა, რომელთა პროექტებად გარდაქმნაც ძალზედ რთულია. ამჟამად მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტი მომავალშიც ყოველთვის ხელს შეუწყობს ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების დაფინანსებას.’’-აღნიშნა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის   თანაშემწემ ახალგაზრდული პოლიტიკის  საკითხებში სალომე  საგინაძემ

კულტურისა და დასვენების პარკში სასტუმრომ მუშაობა განაახლა

0
[:en]

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო, რომელიც პანდემიის გამო, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით  დაკეტილი იყო, დღეს  მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ვიზიტორებს ერთი წლის განმავლობაში ვერ მასპინძლობდა.

ქალაქის ყველაზე მწვანე ზონაში მდებარე სასტუმრო ვიზიტორების მისაღებად მზადაა. სტუმარზე გათვლილი სივრცე მაღალ სტანდარტებს პასუხობს.  ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტებით. ასევე შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, ზამთარისა და ზაფხულის ბაღი პარკის დამთვალიერებელთა დიდ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს. შესაძლებელია სპორტული აქტივობები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებზე და ტრენაჟორებზე.

ერთწლიანი კოვიდპაუზა პარკის ადმინისტრაციამ სარეაბილიტაციო ღონისძიებებისთვის გამოიყენა და უკვე განახლებული ინტერიერით ხვდება სტუმრებს. როგორც კულტურისა და დასვენების პარკის ხელმძღვანელი აცხადებს, სასტუმროს სახელი ჯერ-ჯერობით არ აქვს, ამასთან დაკავშირებით სიამოვნებით მიიღებს ბოლნისელების  იდეებს.

[:]

გოგი მეშველიანმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

0

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანმა საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარის დარგვაში მიიღო მონაწილეობა. 

“მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის” განაცხადა  გოგი მეშველიანმა

გამწავანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შალვა კერესელიძესთან ერთად.

ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა

0

ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, ხოლო მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის პოპულაციის კალმახით დაათევზიანაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობის ერთწლიანი მოზარდი, „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახი და 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითი – ე.წ. “თვალების სტადიაზე” გაუშვეს.სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი. სააგენტო ასევე მუშაობს კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდაზე შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად.მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.

წყარო – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife

მალე ბოლნისში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნება

0
[:en]

სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე – ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ბოლნისში მალე  „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნება. ყოფილი არქივის შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს, სადაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალება ექნება პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიაროს, მიიღოს არაფორმალური განათლება და ჩაერთოს სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და სამოქალაქო აქტივობებში. „ზრდასრულთა განათლების  ცენტრი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოება და ეკონომიკური გაძლიერება, ცენტრი მსურველებს შესაძლებლობას მისცემს  დაეუფლონ სხვადასხვა მიმართულებებს, გამოცხადებულია ვაკანსიები როგორც მასწავლებლის, ისე მსმენელის პოზიციებზე. სწავლება გერმანულ მოდელს ეყრდნობა. „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“  ბოლნისში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ორგანიზებითა და დაფინანსებით შეიქმნა.

ცენტრში განთავსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და  საკონფერენციო სივრცეები, რომელიც  დაინტერესებული ადამიანებისთვის შეკრების ადგილი გახდება.  ადმინისტრაციას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, აქვე გაიხსნება სოციალური საწარმო და განხორციელდება მოსახლეობაზე ორიენტირებული პროგრამები.

[:]

„ახალგაზრდული საბჭო“ მუშაობას განახლებული შემადგენლობით გააგრძელებს

0

„ახალგაზრდულმა საბჭომ“ განახლებული შემადგენლობით, მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდებით განაახლა ფუნქციონირება, რომელიც  მუშაობას ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ,,წითელი ჯვრის’’ საზოგადოების დახმარებით გააგრძელებს. საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობა  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  წევრებმა სხვა ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ.  „ახალგაზრდული საბჭო“ 28 წევრისგან უკვე დაკომპლექტდა, რის შემდეგაც მოხდება თავმჯდომარის არჩევა და სამუშაო გეგმის გაწერა.

ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან  კოორდინაციით, „ახალგაზრდული საბჭო“  2019 წლიდან ფუნქციონირებს.

 

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

0

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც მოხდა თანამშრომლების დატესტვა, სწრაფი ტესტების პასუხები უარყოფითია, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები რომლის პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუზეუმი 5 აპრილამდე წყვეტს მუშაობას.,,25 მარტს, ბოლნისის მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა დაინფიცირებულის კონტაქტები, მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა 8 თანამშრომლის თვითიზოლაცია. აქედან გამომდინარე, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუზეუმი, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე წყვეტს ფუნქციონირებას. ამჟამად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,”განაცხადა ბოლნისის მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ურუმაშვილმა.

„ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ – პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს და გენდერული საბჭოს წევრებს უმასპინძლა. შეხვედრა მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომლის მიზანს ადგილობრივი გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის გაცნობა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, მხარეებმა ერთმანეთს წარმატებული პროექტების მოდელები  გაუზიარეს და სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრის ბოლოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში

0

სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის შემდეგ სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა ბოლნისის  №1 საბავშვო ბაღშიც. გეგმიური ტესტირების შედეგად, რომელიც ყოველ 2 კვირაში ტარდება,  გამოვლინდა კოვიდის დადასტურებული შემთხვევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის სამსახურის სარეკომენდაციო წერილის თანახმად,  სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი 24 მარტიდან  6 აპრილამდე შეჩერდა.

„სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბოლნისის თორმეტივე საბავშვო ბაღში დაიწყო, მაგრამ დაბა კაზრეთში დაფიქსირებული კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით  2 ბაღში სოფელ ბალიჭში და დაბა კაზრეთში სააღმზრდელო პროცესი 2 აპირილის ჩათვლით შეჩერდა, რაც შეეხება №1 საბავშვო ბაღს, წინა ტესტირებიდან მე-14 დღეს გეგმიური ტესტირების დროს დაფიქსირდა კორონა ვირუსის 1 შემთხვეა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი 5 აპრილის ჩათვლით შეჩერდა. პრევენციის მიზნით მითითება მიეცა თითოეულ თანამშრომელს, განახორციელონ თვითმონიტორინგი ტემპერატურის გასინჯვა. ასევე მშობლებმა უნდა გაუზომონ ტემპერატურა ბავშვებს. ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს“. განაცხადა სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ.

დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

0

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში  საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით წყვეტენ მუშაობას.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში დაფიქსირდა კოვიდ19-ის  8 ახალი შემთხვევა,  გამომდინარე იქიდან, რომ  გავრცელების რისკი მაღალია, მობილობის შემცირების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება ბაღებისა და სკოლების 12 დღით დახურვის შესახებ.