კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 165

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა სტუდენტებისთვის

0

კომპანია არემჯიმ, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში, სტუ-ს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.  პროექტის ფარგლებში, კონკურსისა და ორ ეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს,  არემჯის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი,  მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებულ დუალური სწავლების დროში გაწერილ გეგმას შესთავაზებს. 

ამის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა და სტუდენტებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა. 

ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, გაეცნონ არა მხოლოდ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს, არამედ  ჩვენი კომპანიის მუშაობის სრულ ციკლს და ცალკეული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. პირობითად, 1 წლის თავზე პროექტის მონაწილეს აქვს სრული წარმოდგენა თუ როგორ ხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მისი გადამუშავება და რეალიზაცია. რა როლი აქვს ყოველდღიურ საქმიანობაში შრომის უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის ასპექტებს და სხვა.“- განმარტა ჩხეიძემ.

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროექტში 2020 წელს 5 სტუდენტი ჩაერთო, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სპეციალურად მათთვის შედგენილი სასწავლო პროგრამა და დღეს კომპანიაში არიან დასაქმებული. პროექტის ფარგლებში მონაწილის ინდივიდუალურ განვითარებას საშუალოდ 1 წელი დაეთმობა და მისი მიმდინარეობისას სტუდენტები ანაზღაურებას მიიღებენ.

მერი ლეკიშვილი – გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ვარ გეოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. პროექტის შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისაგან შევიტყვე.  ვფიქრობ, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ჩვენი მომავალი  პროფესიული  განვითარებისთვის. როგორც პრეზენტაციაზე მოვისმინე, პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისთვის შედგება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო განვითარების გეგმა. ძალიან დამაინტერესა შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობამ. 

ლევან რატიანი – ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ ვარ არემჯის 2021 წლის სტიპენდიანტი, პარალელურად გავდივარ პრაქტიკას კომპანიის გეოლოგიურ ლაბორატორიაში. იმ დღიდან, რაც კომპანიაში მოვხვდი ძალიან მაინტერესებს რა ხდება სხვა ლაბორატორიებში, სურვილი მქონდა მათი დათვალიერების და სრული ტექნოლოგიური ციკლის გაცნობის. ვფიქრობ ეს პროექტი ზუსტად ჩემნაირი ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის არის. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალური განვითარების პროექტის ერთ-ერთი მონაწილეც გავხდები.“

 არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს. მათ 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე scholarship@richmetalsgroup.com                                                

გოგი მეშველიანმა დავით კაჭარავასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისში რაგბის განვითარების საკითხი განიხილა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრს და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხები.

მაჟორიტარის თქმით, წლებია მუშაობენ იმისათვის, რომ ბოლნისში შეიქმნას სარაგბო ბაზა და განხორციელდეს კომპლექსური სამშენებლო პროექტი.

გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად დეტალური ინფორმაცია მივაწოდა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს.

„ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები აქტიურად  გრძელება

0

ქვემო ბოლნისში დასრულდა რიტუალების სახლის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნითა და ჩართულობით განხორციელდა.  მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა, რომელიც 400 000 ლარი დაჯადა. შენობა გათვლილია 600 კაცზე და მალე   შესაბამისი ინვენტარით  აღიჭურვება.

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა

0

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში.

ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზითაიცრან,“- განაცხადა გაბუნიამ.

„სიონი“ ეროვნული ლიგა 1-ის მოსაპოვებლად იბრძვის

0

 

საფეხბურთო კლუბ „სიონმა“ ეროვნული ლიგა 1-ის მოპოვების მიზნით, შემართებით დაიწყო 2021 წლის სეზონი. მისია თითქმის შესრულებულია. გუნდმა 33 შეხვედრა გამართა, საიდანაც 24 მოგება, 6 წაგება და 3 ფრე აქვს. სატურნირო ცხრილში „სიონი“ „გაგრას“ ექვსი ქულით უსწრებს. ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლამდე, გუნდს სამი შეხვედრა აქვს დარჩენილი. „სამომავლო მოლოდინს რაც შეეხება, ეს არის უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ, მებრძოლი და ამბიციური გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რათა „ელიტ ზონაში“ სტაბილურად ვიასპარეზოთ, ვიბრძოლოთ საპრიზო ადგილებისთვის“. აცხადებენ საფეხბურთო კლუბ „სიონში“.

სოფელ გეტაში რიტუალების სახლის კეთილმოწოყობა და მინი სტადიონის პროექტირება იგეგმება

0
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა. მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ გეტას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განახორციელებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ამჯერად სოფელ გეტას მოსახლეობას შევხდით და სოფლის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ. მოსახლეობის თხოვნით, სოფელში რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით არ შემოვიფარგლებით და სოფლის მოსახლეობას კვლავ არაერთ პროექტს შევთავაზებთ. მოქალაქეებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ჩვენს სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილობრივებთან ერთად გადავჭრით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება

0
პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის.
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზები. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

რა შემთხვევაში გაიცემა 200 ლარიანი საპენსიო დანამატი

0

დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომა და ვიმსჯელეთ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციისა და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებების თაობაზე და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება

0

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ეს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა:

„კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ბოლოს მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან.

მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, თიოთეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობა, უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არის დაწესებული. რისკ ჯგუფებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ. შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი შემოგვაქვს, როგორიც არის 200 ლარიანი დანამატი და სხვა უამრავი მექანიზმი, რაც ჩვენს ხელთ არის. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბოლნისელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს

0

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბოლნისელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 12 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. ინტელექტუალური კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!