კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 164

,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა”-დავით შერაზადიშვილი

0

,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ,”აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისშიი დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

გავერთიანდეთ თამარისთვის!

0

„თამარ მოგვენატრე, მალე დაგვიბრუნდი გამოჯანმრთელებული“, ასე მიმართეს თამარს დღეს კლასელებმა კულტურის სახლის წინ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან, რომელსაც მისივე სკოლამ გაუკეთა ორგანიზება. ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა გამოფენაზე საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები გამოიტანეს. აღნიშნული აქციის გამართვის იდეაც სკოლის კედლებში დაიბადა და ჩართულობის სურვილიც ყველამ გამოთქვა.

თამარ ჯაჭვლიანს უმძიმესი დიაგნოზი – ლეიკემია დაუდასტურდა და უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის ამ დაავადებას. 11 წლის თამარი ნათესავების, ახლობლებისა და კეთილი ადამიანების წყალობით გადის მკურნალობის კურსს, თუმცა თანხა  არ შეგროვდა იმ რაოდენობის, რაც მისი მკურნალობისთვისა საჭირო.

თამარ ჯაჭვლიანი ძალიან ენატრება  კლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თამარი მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს. სკოლის მიერ ორგანიზებულ აქციაში საკუთარი ნამუშევრებით ჩაერთო მეთოჯინე ქალბატონი ნანა მამარდაშვილი.

ლეიკემიაზე გამარჯვება თამარის ყველაზე დიდი ოცნებაა. მძიმე დაავადების დასამარცხებლად ფინანსებია საჭირო, რომლის მოძიებაც მთავარ პრობლემად რჩება. გავერთიანდეთ სიკეთისთვის, გავიღოთ თანხა და გადავარჩინოთ თამარი, რომელიც ასე ძალიან უყვართ და ენატრებათ.

საქართველოს ბანკი
მიმღები:მამიდა სოფიკო ჯაჭვლიანი

სამხარეო ადმინისტრაციაში საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო რეფორმის შესახებ იმსჯელეს

0

სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აუდიტორიას თემატური პრეზენტაცია გააცნეს, რომელიც დეტალურად ასახავდა მხარის მასშტაბით არსებულ სტატისტიკას, პროგრამით გათვალისწინებულ სიახლეებს და რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებს.

დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, რომლების ცენტრალური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, მუნიციპალურ დონეზე, ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა, მიმდინარე წლის, 6 ოქტომბერს დამტკიცდა და საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების სწორად გამოყენებას ისახავს მიზნად.

კამპანია – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სოფელ ნახიდურსა და ტალავერში განხორციელდა

0

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ზურა ალხანიშვილი უძღვებოდა და მონაწილეების მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. კამპანია ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მიზანია, მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალურ და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება. სოფელ ნახიდურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სოფელ ტალავერში კი ვაქცინაციის მსურველი მოსახლეობა აიცრა.

წალკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

0
წალკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები 10 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს :
დაშბაში
კოხტა
ბეშთაშენი
სამადლო
ახალშენი
იმერა
ბარეთი
არჯევან-სარვანი
საბეჭისი
თეჯისი
პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირდება 22 დასახლებული პუნქტი, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აწარმოებს.

დმანისში, ღია ცის ქვეშ, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „მართვეს“  სოლო კონცერტი გაიმართა

0

დმანისში, ღია ცის ქვეშ, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „მართვეს“  სოლო კონცერტი გაიმართა.  ანსამბლის დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, ქართული სულისკვეთებით გაჯერებულმა  ნომრებმა დამსწრე საზოგადოება საქართველოს კუთხეებში ამოგზაურა. ანსამბლი 16 საცეკვაო ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე, სცენაზე ერთმანეთს ოთხი თაობის მოცეკვავეები ენაცვლებოდნენ.

ორმოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ანსამბლმა არაერთ ფესტივალსა და კონკურსში მიიღო მონაწილება. ანსამბლ „მართვეს“ მინიჭებული აქვს სახალხო სანიმუშო ანსამბლის წოდება და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 

„მართვეს“ სოლო კონცერტი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. კომპანია „არემჯის“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2014 წლიდან ანსამბლის მხარდამჭერია და ხელს უწყობს ანსამბლის განვითარებას.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვეს“ სოლო კონცერტი, ღია ცის ქვეშ კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

 

დღეს ბოლნისელებმა, უკანასკნელ გზაზე, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გააცილეს

0

დღეს ბოლნისელებმა, უკანასკნელ გზაზე, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გააცილეს.

მას მთელი ქალაქი იცნობდა და პატივს სცემდა.  თავისუფალი ჭიდაობა, სპორტის განვითარება და ახალგაზრდების აქტიური ცხოვრება, ბატონ აკაკი ქუქჩიშვილთან სამუდამოდ დაკავშირდა. მას უყვარდა თავისი საქმე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ახალგაზრდების აღზრდა განვითარებას.  მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა ბოლნისის სიყვარულთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გაახარა ბოლნისის საპატიო მოქალაქის სტატუსმა, რომელიც 80 წლის ასაკში მიენიჭა.

აკაკი ქუქჩიშვილი დაიბადა 1935 წელს ახალქალაქში, 1944 წელს, ოჯახთან ერთად, ბოლნისში გადმოვიდა საცხოვრებლად, წარმატებული თავისუფალ მოჭიდავე, იყო საზოგადოება ,,სპარტაკის“ მწვრთნელი, 1964 წელს ბოლნისში დააარსა  პირველი სექცია თავისუფალ ჭიდაობაში და მას შემდეგ  აღზარდა მრავალი სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი, საკავშირო ტურნირის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მედალი, სიგელი, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი.

ბოლნისის კოლორიტი და სპორტის ბერმუხა, დღეს ბოლნისელებმა სამუდამო განსასვენებელში გააცილეს. გაზეთი ბოლნისი მწუხარებას გამოთქვამს აკაკი ქუქჩიშვილის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის ტკივილს.

დმანისში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია იგეგმება

0
განახლებული რეგიონის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 4 ლოკაციაზე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია. კერძოდ:
ქალაქ დმანისში, წინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერების რეაბილიტაცია:
ქალაქ დმანისში „თავისუფლების ხეივანის“ რეაბილიტაცია, წმინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევნის მოწყობის სამუშაოები:
წმინდა ნინოს ქუჩა N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი დღეს ადგილზე პირადად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დეკორატიული გარე განათება და დაირგვება მცენარეები, ტერიტორია მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, დაიდგმება საბაღე სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა პროექტით გათვალისწინებული ახალი დეკორატიული შემოღობვა, ასევე დამონტაჟდება ახალი შადრევანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის აშენება იგეგმება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება იგეგმება.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება.

„ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლექჯის აშენება იგეგმება და ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ. კოლეჯი ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ და შრომის ბაზარზე კონკურენტურანიანი კადრები გახდნენ. პროფესიული განათლების განვითარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის წვლილსაც აუცილებლად შეიტანს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

2021 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

0

 

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ბოლნისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული აკაურთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე არზუ ხალილოვამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში – ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს: