Home Blog გვერდი 146

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი კიდევ 1 კვირით შეჩერდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხული COVID 19-ის დადებითი შემთხვევების, ასევე, საბავშვო ბაღებში დაფიქსირებული კოვიდ სტატისტიკის გათვალისწინებით, ა.ა.ი.პ. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“–ს რეკომენდაციის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი კიდევ 1 კვირით შეჩერდება.

თამარ ჯაყელი ამერიკაში მიღებულ წარმატებასა და გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს

0

,,მიზანი, მონდომება და ძალისხმევავფიქრობ, ეს სამი უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც  წარმატების მიღწევაში გეხმარება”-ასე ფიქრობს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამარ ჯაყელიამერიკული საბჭოების გაცვლითი პროგრამა ,,FLEX”-ის გამარჯვებულია და დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს.

 გამორჩეულად შრომისმოყვარე ახალგაზრდა სხვადასხვა ნიჭითაა დაჯილდოებული. საოცარი ხმის ტემბრის წყალობით არაერთხელ დაატკბო მსმენელი. მუდმივი ძიება, სიახლეების მიმართ ინტერესი შედეგიანი აღმოჩნდა, განსაკუთრებული მონდომებით ეუფლება ამერიკული სკოლის მიერ შეთავაზებულ საგნებს და ფიქრობს, რომ ერთწლიანი განშორება სკოლასთან, ნაყოფიერი აღმოჩნდება. მიღებულ გამოცდილებას თავის ქვეყანაში განავრცობს და ქვეყნის სასიკეთო საქმეების კეთებაში აქტიურად ჩაერთვება. 

როგორ ახასიათებენ თამარს თანაკლასელები:

სალომე აბულაძე:თამარი შრომისმოყვარეა, დასახული მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს, რაზეც მისი წარმატება მეტყველებს. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგი მოსაუბრეა, ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე და ეს თითქმის, არ გვბეზრდება.

 თავად თამარი კი უცხოეთში ყოფნას ასე აფასებს:

-ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჩემი ჰოსთი უთბილესი და უსაყვარლესი ქალბატონია და  ძალიან დავუახლოვდი. ჩემთვის ეს ადამიანი მეორე ოჯახი გახდა. ყველანაირად მიგებს და მეხმარება, თუ რამე მიჭირს.მხარს მიჭერს ახალ წამოწყებებში. 

როგორია ამერიკული სკოლა?

-აქაური სკოლა სრულიად განსხვავებულია საქართველოსგან. არჩევითი საგნები ბევრია. კლასებს ყოველ გაკვეთილზე ვიცვლით. სულ სხვადასხვა კლასელებთან მიწევს ყოფნა. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტეებს ერთად გვაქვს გაკვეთილები (ვისაც ერთი და იგივე საგანი გვაქვს აღებული). უმეტესად კონსპექტებს ვადგენთ და ისე ვსწავლობთ. საგნები თითქმის იგივე სახისაა აქაც. განსხვავებულია კულინარია, თეატრი, გუნდი, წყლის მეცნიერება, დიზაინი და კიდევ ბევრი, მაგრამ ყოველივე ეს სკოლებზეცაა დამოკიდებული.  გაცვლითი პროგრამის სხვა ქართველ ბავშვებს სხვანაირი სკოლის გრაფიკი აქვთ.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

– რაც შეეხება რჩევას: მიზანი, მონდომება და ძალისხმევა. ვფიქრობ, ეს სამი  უმთავრესი კრიტერიუმია მთავარი წარმატების  მიღწევაში. 

რა გენატრება?

-სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არაფერი მენატრება (მაგრამ შეიძლება სკოლის ცხრაზე დაწყება მენატრება ახლა)თავიდან არ მეგონა რომ სხვაგან გამგზავრებას და გარემოს შეცვლას ამდენი დაღლილობა შეეძლო მოეტანა. ამის გამო პირველი თვე-ნახევარი საშინლად დაქანცული ვიყავი და ენერგია არ მქონდა საერთოდ, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. უსაყვარლესი მეგობრები გავიჩინე და აქაური მასწავლებლებიც ძალიან შემიყვარდა. ,

ეთერ ჩულიხიძე, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი:

-თამარ ჯაყელი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა. ცხრა წელია თამარის დამრიგებელი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობის  საშუალება მაქვს. თამარი გამოირჩევა  აქტიურობით, ჩართულობით სხვადასხვა სოციალურ თუ სასწავლო პროექტში. ძალიან თავისუფალი და კომუნიკაბელური მოსწავლეა. გაკვეთილზე  ხშირად გვისაუბრია  მისთვის საინტერესო თავისუფალ თემებზე . ვფიქრობ, თამარის წარმატება განაპირობა მისმა დაუღალავმა შრომამ და ყველაფრის მიმართ ინტერესმა. ის ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მიმაჩნია, რომ  თამარი  ბევრ წარმატებას მიაღწევს მომავალში! 

მაია მოსეშვილი, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

-თამარ ჯაყელმა უმაღლესი შეფასებებით კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, სკოლა, ოჯახი. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ამერიკული სკოლის წარმომადგენლები აფასებენ თამარის შესაძლებლობებს, რაც ჯილდოებითაც აისახება. რამდენიმე  დღის წინ  თამარ ჯაყელი მედლით დააჯილდოვეს მოცარტის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.

მზრუნველი დედის დამსახურებაა ის, რომ თამუნა მრავალმხრივად განვითარებული გოგონაა. დაუღალავი შრომით ჯერ კიდევ აქ, სკოლაში, გვაოცებდა თავმდაბალი, ერთგული, გამორჩეული მოსწავლე.

თამარ ჯაყელი გაზაფხულზე დაბრუნდება საქართველოში და როგორც თავად ამბობს იქაური გამოცდილება სამშობლოშიც გამოადგება და იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვისაციფიქრონ, დაგეგმონ და განახორციელონ დასახული მიზნები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

0


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბალახაურში, ხიდისყურსა და ნახიდურში 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაოების ფარგლებში, ორივე არხი გასუფთავდება ხე-ბუჩქნარისაგან. არახლოს არხზე მოეწყობა 6,3 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხი, ხოლო რანჩპარის 3 კმ გრუნტიანი არხი საპროექტო ნიშნულამდე აღდგება. ასევე, ორივე არხზე მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით კიკოლაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ადგილზე გაეცნენ. ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 9 წლის განმავლობაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზარდა 32,570 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდა 24,820 ჰექტარზე. დღეისათვის 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზრდება 2500 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 810 ჰექტარზე.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება

0

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს. სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა.

მდინარე იორის ხეობაში არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

0

,,არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას რომ, ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული”- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა – შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ადგილზე პირადად დაესწრო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენელს, სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, რომლის საფუძველიც, გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად შეწონილი ნაწილაკების 277-ჯერ გადაჭარბებაც გახდა.

მხარეთა ჩართულობით განხორციელდა ტერიტორიის შესწავლაც – პროცესი, ეტაპობრივად, ადგილზე არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება, რომელსაც აქტიურ მონიტორინგს, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი პირადად გაუწევს.

„მდინარე იორის ხეობაში, კარიერების და სამსხვრევი დანადგარების შემოწმება დავიწყეთ – პროცესში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად არიან ჩართულები და ყველა ის კომპანია – ლიცენზიანტები, რომელიც კანონით განსაზღვრულ შესაბამის ფარგლებს ცდებიან მაქსიმალურად იქნებიან დაჯარიმებულები. დღეს მოხდა, ერთი ასეთი კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება – ეს პროცესი გაგრძელდება, რომელსაც ყოველდღიურ მონიტორინგს პირადად გავუწევ. არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას რომ, ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ეკოლოგიური საფრთხეების შექმნის პარალელურად, აღნიშნული საწარმოების საქმიანობით გარკვეულწილად შეფერხდა გარდაბნის მუნიციპლიტეტის წყალმომარაგების მასტაბური პროექტის განხორციელება, ასევე პრობლემები შეიქმნა სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებისთვის ხარისხიანი წყალმომარეგებით უზრუნველყოფის პროცესში.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის გრანტის მეორედ მიღებას ულოცავს

0

„რაც იმის დასტურია, რომ მუნიციპალიტეტს სწორად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები“ გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის გრანტის მეორედ მიღებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ულოცავს, ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” უკვე მეორედ მიღებას და ამბობს, – ეს არის ნიშანი იმისა, რომ მუნიციპალიტეტს სწორად აქვს გაწერილი პრიორიტეტები .

„ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვულოცავ მორიგ წარმატებას, ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” გრანტი უკვე მეორედ მიიღო

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) გრანტი მეორედ მოიპოვა რაც იმის დასტურია, რომ მუნიციპალიტეტს სწორად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები და რომ აქ არის პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი ბოლნისის შესაქმნელად. ვულოცავ ყველას კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს. „ – განაცხადა გოგი მეშველიანმა

2-წლიან პროექტს, „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ მუნიციპალიტეტი CURSUS-თან ერთად განახორციელებს.

250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიჯიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი, 380 000 ევროს ოდენობით, პირველად 2018 წელს მოიპოვა. გრანტით გათვალისწინებული პროექტის ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში „აგროცენტრი“ აშენდა, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” გრანტი უკვე მეორედ მიიღო

0

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) გრანტი მეორედ მოიპოვა.2-წლიან პროექტს, „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ მუნიციპალიტეტი CURSUS-თან ერთად განახორციელებს.250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიჯიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი, 380 000 ევროს ოდენობით, პირველად 2018 წელს მოიპოვა. გრანტით გათვალისწინებული პროექტის ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში „აგროცენტრი“ აშენდა, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

0

„ომიკრონის” გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანეპასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელსხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. 

ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლამნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისმონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა. 

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებებისთავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არდამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზითაცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. 

2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები სრულად შეუცვალა

0

2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები სრულად შეუცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2021 წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 85-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა. 
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 397 557 ლარი გამოყო. 
აღსანიშნავია, რომ 2016-2021 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 299 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 044 506 ლარი დაიხარჯა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილებები შევიდა

0
მუნიციპალიტეტის გარე ფასადი

სოციალური მომსახურების გაწევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

        ამ მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს:

,,ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში კალენდალური წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო 1500 ლარი, ცვლილებით გათვლილია 2000 ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების თვიური ქირის საფასური  100 ლარის ნაცვლად  150 ლარი გახდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამაში (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) ყველა კატეგორიის ბენეფიციარის სამკურნალო და ამბულატორიული მკურნალობისთვის კალენდარული წლის განმავლობაში გათვალისწინებული 1000 ლარი 5000-მდე  გაიზარდა, ცვლილება შეეხო მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოყოფილ თანხასაც, 500 ლარი გაორმაგდა.’’აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვის დაცვისა და განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში   შექმნილია სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითვალისწინებს იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების) დახმარებას, რომლებიც განცხადების მიმართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მიმართვის პერიოდში მძიმეა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები). მათი სამკურნალო და ამბულატორიული მკურნალობისთვის გათვლილი  1000 ლარი 5000-მდე გაიზარდა, მედიკამენტური მკურნალობისთვის თანხამ  1000 ლარი შეადგინა.

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარების პროგრამაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გათვალისწინებული იყო 100 ლარი, ცვლილების პროექტში გაიწერა 500 ლარი.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  მსხვერპლის დახმარება განსაზღვრული იყო 100 ლარის ოდენობით, პროექტში გათვალისწინებულია 300 ლარი’’.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილების პროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის 20 დეკემბრიდან აღნიშნული პროგრამა, წარმოდგენილი ცვლილებებით აგრძელებს მოქალაქეების საჭიროებების მოგვარებას.