სამშაბათი, ივნისი 24, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 141

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრაქტიკოსი მასწავლებლებთან დაკავშირებით, ახალი გამონაკლისის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც უწყება განმარტავს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.

მიხეილ ჩხენკელის უწყება აცხადებს, რომ სამინისტრო ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან. შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი ცვლილებები შევა:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.

გამონაკლისის სახით:

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

2021 წელს, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 7327 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი გავიდა 5340. გამოცდაზე გასული მასწავლებლებიდან სტატუსი აიმაღლა და გახდა უფროსი – 1123 მასწავლებელი, საიდანაც 1079-ს სტატუსი სექტემბრის ბოლოს მიენიჭა, 44 მასწავლებელს კი ოქტომბრის დასაწყისში. გამოცდაზე გასულებიდან 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა მასწავლებელმა. საგნის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 264 პედაგოგს; უნარების კომპეტენციის დადასტურებისთვის კი, გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 156 პედაგოგს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ მუშაობის ორი წელი შეაჯამეს

0

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ მუშაობის ორი წელი შეაჯამეს. ღონისძიება ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.ანგარიშის მთავარი თემები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების განხორციელება, დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება და ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება იყო.ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის აქტივობებზე, კერძოდ: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაზე, ინდივიდუალური და მხარდაჭერით კონსულტირებებსა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. 2020 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“- შეთანხმებას; დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო. შერჩეულ კანდიდატთა ჯგუფები უკვე გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.გარდა ამისა, 2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმდა შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება. საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით მოლაპარაკებები და სამუშაოები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. ანგარიშში საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იყო. კერძოდ , იგეგმება განახლებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (LMIMS) შექმნა და სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება. ასევე, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმილია დასაქმების ხელშეწყობის სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშს, მთავარი თემა სოციალური შემწეობები, სახელმწიფო პენსია, სოციალური პაკეტები და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარებები იყო.ანგარიში ყურადღება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზეც იყო გამახვილებული.კერძოდ, COVID-19-ის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით 2020 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფულად გასაცემლებთან მიმართებაში გამოცხადებულია მორატორიუმი.მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების შემცირების მიზნით ქვეყანაში კვლავ უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახების (ოთხი და მეტი 18 წლამდე ბავშვი) ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათით უზრუნველყოფა. ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალურ სერვისებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. 2021 წლიდან ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად გაიზრდება პენსია. 2021 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა ბავშვის ბენეფიტიც, რომელმაც 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წლის 1 იანვრიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი დამტკიცდა.ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ასევე ბავშვის მამას.ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარტყოფის და დუშეთის შშმ პირთა პანსიონატების დახურვა და ბენეფიციართა ალტერნატიულ სერვისებში განთავსება.ანგარიშის მთავარი თემა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაც იყო.პროგრამის მიზანი, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით, საქართველოს რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია “დელტას” კონსტრუქტორებისგან მოისმინა. „დელტა“-ში წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება. “დელტა“ სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა.პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო “დელტა სიეიეი”-შიც იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას“ ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

ბოლნისელი სპორტსმენების მორიგი წარმატებული ასპარეზობა კიკბოქსინგში

0

2021 წლის 9-12 დეკემბერს ქ.თბილისში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი კიკბოქსინგში თბილისის მერიის თასზე. ბოლნისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ტურნირზე ღია რინგში პირველი ადგილები დაიკავეს:

1.ელენე ანანოვა 50კგ

2.დავით ხუციშვილი 50კგ

3.გიორგი ზამოიანი 60კგ

4.ნიკა მდივანი 67კგ

5.ეროსი შირაჩიანი 33,5

6.დაჩი კოპალიანი 38კგ

7.ლუკა ფოლადიშვილი 47კგ

8.გია ნონიაშვილი 63,5კგ

9.შალვა ფოლადიშვილი 35კგ

ამავე შეჯიბრზე კარგი შედეგები აჩვენეს სპორტსმენებმა:

თორნიკე შეყილაძე I ადგილი 67კგ

დავით სარადეგიანი I ადგილი 67კგ

დათო მარტიაშვილი II ადგილი 60კგ

რომან სარქისიანი II ადგილი 54კგ

კახა მანაგაძე II ადგილი 71კგ

ბექა პაპიაშვილი III ადგილი 63,5კგ

საბა მიქელაძე IIIადგილი 57კგ

დიმიტრი ჭაველაშვილი IIIადგილი 80კგ

გიორგი მიქაცაძე III ადგილი 67კგ

,,არემჯი”-ში ახალი, თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია გაიხსნა

0

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპექტრომეტრებითა და სინჯარული ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელი სხვადასხვა თანამედროვე აპარატურით. ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც არემჯიმ, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს განახორციელა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით 2022 წელს 375 000 ლარია გათვალისწინებული

0

ბავშვთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნებისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში უკვე ერთი წელია მუშაობს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.        ამ მიმართულებით სოციალურ პროგრამებზე 2022 წლის  ადგილობრივ ბიუჯეტში  375 000 ლარია გათვალისწინებული. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით გაწერილი  პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია  განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა  მოგვაწოდა:

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფი, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, სადაც თანდართული კრიტერიუმების შესაბამისად, დანიშნულია ყველა შესაბამისი კადრი: კოორდინატორი, ინსპექტორი, იურისტი, სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი .

 პროგრამით გათვალისწინებულია:

ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (შეუქცევადი დაავადებებით დაავადებულთა ყოველთვიური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) – წლის განმავლობაში 1500 ლარი.

შშმ პირების დახმარებები  – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ  შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

 შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის – 1000   ლარი;

 სტაციონალური მკურნალობისთვის – 1000 ლარი;

დიაგნოსტიკური კვლევებისათვის –  500 ლარი;

მედიკამენტური მკურნალობისთვის (სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით) – საჭიროებისამებრ.

ყოველთვიური მატერიალური დახმარება, მუნიციპალური პენსია, გაეწევათ 

ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 150 ლარი.

ბ) შშმ პირები, რომლებიც სარგებლობდნენ რეიტენგრაციის პროგრამით – 150 ლარი.

ფენინკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება – 3 500 ლარი;

სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობის;

არასრულწლოვანთა ლოგოპედის მომსახურებით უზრუნველყოფა  –  პროგრამა გულისხმობს ლოგოპედის მომსახურების საფასურის 1000 ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი კატეგორიის შშმ ბავშვების დაფინანსებას:

ა) დაუნის სინდრომი;

ბ) აუტისტური სპექტრი;

გ) ცერებრალური დამბლა;

დ) სმენადაქვეითებული (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა);

რეიტენგრირებული ბავშვების ყოველთვიური დახმარებები – ოჯახში რეიტენგრირებულ ბავშვებს – 100 ლარი;

გათბობის სეზონზე ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა – 200 ლარი  (ერთ- ერთ კატეგორიად გათვალისწინებულია ოჯახები,  სადაც სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს);

მკურნალობით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) არაუმეტეს 1000 ლარისა (გამონაკლის შემთხვევებში სრულად)).

 სოციალურად დაუცველ ბავშვებს (სარეიტინგო ქულა 150 000 მდე);

 დედ-მამით ობოლ,  იძულებით გადაადგილებულ, ლეიშმანიოზით,

 ფარისებრი ჯირკვლით და ფსორიაზით დაავადებულ ბავშვებს და ა.შ.

მედიკამენტებით უზრუნველყოფა

 მერიაში დამატებით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად განიხილავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც ამ მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან რეგისტრირებულნი არიან, არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.

2009 წლიდან ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, სადაც შშმ ბავშვები იღებენ მათზე მორგებული სტანდარტის შესაბამის მომსახურეობას. ისინი უზრუნველყოფილნი არიან სპეციალური სწავლების მეთოდიკით, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შედგენილი კვების რაციონით და ზაფხულის სეზონისთვის დასვენებით.

 დღის ცენტრში არის ორჯერადი კვება, ტრანსპორტით მომსახურება, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემო. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, იმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა ექსკურსიები. შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან საზაფხულო კურორტით, მათი რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის მიზნით. ასევე ცენტრი უზრუნველყოფს შშმ ბავშვების ინკლუზიური განათლებისათვის მომზადებას.

2017 წლიდან გაიხსნა კრიზისული ცენტრი , რომლის მიზანია უზრუნველყოს პირდაპირი დაცვა და დახმარება, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების (მათ შორის ბავშვების). ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, პროგრამით უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სამედიცინო  და იურიდიული მომსახურებით, ჰიგიენური საშუალებებით, კვებით, სოციალური მუშაკისა და ექთნის მომსახურეობით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ბავშვს,  გაუწიოს შესაბამისი დახმარება და იზრუნოს მათ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებაზე’’.

რა შედეგებით დასრულდა საბა დადვანის სახელობის ტურნირი

0

საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორდღიან ტურნირში, რომელშიც  საქართველოს მასშტაბით  ორასამდე  ძიუდოისტი  ასპარეზობდა,  ბოლნისელმა სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

პირველი ადგილი:  42 კგ წონით კატეგორიაში -საბა კორძაია

                          66 კგ წონით კატეგორიაში- ირაკლი ლაზარიშვილი  

მეორე ადგილი:  66კგ წონით კატეგორიაში- გია ჯაშიშვილი

                      30 კგ წონით კატეგორიაში -ანდრია ახობაძე

                      27 კგ წონით კატეგორია- დათო ლაზარიშვილი

მესამე ადგილი:  30კგ წონით კატეგორია- ნიკოლოზ ფოფხაძე

                     42 კგ წონით კატეგორია ნიკოლოზ კვიციანი  

 საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს ბოლნისმა  მეთორმეტედ  უმასპინძლა. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან 20 წონით კატეგორიაში, 2008 – 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული ორასამდე  ჭაბუკი ასპარეზებდა. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა ძიუდოში ორ დღე მიმდინარეობდა, რომელიც 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით  დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და  პრიზიორი იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

0

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ მასობრივი ვაქცინაცია ამჯერად სოფელ ბოლნისში განახორციელა.მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინა 30-მდე ადამიანს გაუკეთა. ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

0

მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ. გარდა ამისა, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ და მათგან ანგარიშს ჩაიბარებენ.

„იზრდება ბიუჯეტი და, ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი იქნება საშუალება, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით განვვითარდებით. ამასთან, ამ კვირაში ორ მინისტრს მოვუსმენთ გვექნება საშუალება, მინისტრებს კითხვები დავუსვათ. გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ამაში ოპოზიციაც ჩაერთვება“, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 17 დეკემბერს დაასრულებს.

ბოლნისელი ახალგაზრდა “masteri”-ს კლიპში გადაიღეს

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ „Masteri”-ს კონცერტს, 23 ოქტომბერს, რეპერის  უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის იყო   ბოლნისელი ახალგაზრდა და “masteri”-ს შემოქმედების მოყვარული დემეტრე ბესალაშვილი, რომელმაც მომღერლის სიმპატია დაიმსახურა და მის ახალ კლიპშიც მოხვდა. ამის შესახებ თავად დემეტრე მოგვიყვება.

-ძალიან მომწონს  „masteri’’  და მისი შემოქმედება, როდესაც გავიგე, რომ კლიპისთვის ეძებდა ბიჭებს,  ვფიქრობდი  როგორ  დავდგომოდი გვერდში. შემდგომ ჩემი ფოტოები კლიპის მხატვარმა დადებითად შეაფასა და კლიპშიც გადამიღეს.

მომწონს მისი სტილი,  შესაძლებლობა ნიჭი, ცდილობს  სათქმელი სიმღერით და რეპით გადმოსცეს რადგან „მის სათქმელს, მასზე უკეთ ვერავინ იტყვის”.

ვფიქრობ, კლიპის შინაარსით  უნდა გადმოსცეს, რომ   ძალა ყოველთვის ერთობაშია.