Home Blog გვერდი 138

უკრაინელები ბოლნისში

0

20 თებერვალს, უკრაინაში მცხოვრები 4 მეგობარი, დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოში სათხილამურო კურორტზე ჩამოვიდა. 1 კვირით და 1 ზურგჩანთით ჩამოსული სტუმრები, საომარი მოქმედებების გამო, როგორც ათეულობით სხვა ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ჩარჩნენ. მათზე ზრუნვა კი,  სახელმწიფომ,  კერძო სექტორმა და მოსახლეობამ, საკუთარ თავზე აიღო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადებები, რომ შეიფარებდნენ ჩარჩენილ ტურისტებს. ბოლნისელმა გიორგი სამსიანმაც გადაწყვიტა დახმარებოდა მოქალაქეებს და  სტუმრები საკუთარ სახლში ჩამოიყვანა.

ნინომ გადაწყვიტა და ფეისბუქგვერდზე დადო პოსტი, სადაც ყვებოდა უკრაინელი სტუმრების შესახებ. დაწერა, თუ როგორი დათრგუნულები იყვნენ და სურდათ დაბრუნება, თუმცა ფინანსურად მზაობა არ ჰქონდათ, ამიტომ მის პოსტს ნინომ, ანგარიშის ნომერიც დაურთო.  სწორედ აქედან გახდა ყველასთვის ცნობილი „ბოლნისელი უკრაინლების“ შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, „ბოლნისელი“ უკრაინელები ეძებენ გზებს სამშობლოში დასაბრუნებლად, როგორც თავად გვიყვებიან, სულით და გულით იქ არიან და ყველაფერს იზამენ, რომ უკრაინის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. სამომავლოდ კი ფიქრობენ, გულთბილი წერილები და თანადგომის ისტორიები სამშობლოში ერთ წიგნად აკინძონ.

არემჯი ჯგუფი – უკრაინის მხარდასაჭერად!

0

“არემჯი” ჯგუფი აგრძელებს უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯგუფში შემავალი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობისა და დახმარების სხვადასხვა აქტივობებში.  ამ მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა კაზრეთში, ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყეს. დღეს, „არემჯის“ სახელით, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად გადაეცა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე უკრაინის დახმარების პუნქტს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ უკრაინაში გასაგზავნად მოგროვდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი საჭიროების პროდუქცია. მათ შორის ბავშვთა კვება, ელექტრონული საქონელი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

,,არემჯი ჯგუფში შემავალი კომპანიების და აქ დასაქმებული  თითოეული თანამშრომლის სახელით შევუერთდით სოლიდარობის აქციას. „არემჯის“, „კავკასიის სამთო ჯგუფის“  და „არემჯი აურამაინის“ რეგიონულ და თბილისის ოფისებში მოვაგროვეთ ჰუმანიტარული დახმარება. ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩვენ, სხვადასხვა ფორმით, პირველივე დღეებში ჩავერთეთ უკრაინის მხარდამჭერ  ტელემარათონში  და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფონდში 160 000 ლარი ჩავრიცხეთ. ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა იქნება.’’ –  განაცხადა „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი სტუდენტური დაფინანსების გაცემის წესში ცვლილება შევიდა

0

სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას კალენდარული წლის მანძილზე 10 თვის განმავლობაში (1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) მიიღებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტიპენდიის მისაღებად სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ ამ პროგრამით, აღარ მოეთხოვებათ საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა. ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება მხოლოდ უნივერსიტეტიდან აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა. სტიპენდიის მისაღებად ასევე საჭირო აღარ არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლის წარდგენა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:

1. ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

5. სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

6. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

7. შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

8. „არასრულწლოვანთა მსჯავრდებულების კოდექსი“, საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი;გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტური დაფინანსებისთვის საბუთების მიღება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან განახლდება.

ქართული ენის კურსი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის

0

2022 წლის მარტიდან, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები იწყება. თუ ხარ 16-დან 30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და გსურს ქართული ენის უკეთ შესწავლა, მაშინ ეს კურსი სწორედ შენთვისაა.სწავლება განხორციელდება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის სათემო ცენტრებში. კურსის სწავლების დონეა – A2, B1.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტარციო ფორმა:https://docs.google.com/…/1bv7jc…/viewform…

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება.  პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სოფლის კრება მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის საჭიროებებს და სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. სოფელ ტანძიაში, დარბაზში, სავანეთში, ტალავერსა და მამხუტში ადგილობრივებმა განსახორციებელი პროექტები შეარჩიეს. წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

რას ფიქრობენ ბოლნისელები პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული,  ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.

თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.

 რას ფიქრობენ ბოლნისელები პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ბოლნისის გენდერულმა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, გენდერული თანასწორობის საბჭომ, მიმდინარე წლის პირველი სხდომა გამართა,  სხდომაზე საბჭოს ახალ წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული ვითარებისა და გასულ წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე იმსჯელეს და წარმოადგინეს წინადადებები და აქტივობები, რომლებიც 2022-24 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერება.

ფერიდე ტვილდიანი, ბოლნისის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

-გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები და საბჭოს ახალი წარმომადგენლები, პირველ საკითხად განვიხილეთ თუ რა გაკეთდა გენდერული მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული საბჭოს მისიაა, გენდერული თანასწორობის შესახებ მუნიციპალიტეტის ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ქალთა გაძლიერების, მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის ხელშეწყობა. გენდერული თეი საკითხების პოპულარიზაცია როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიაში და თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა.

 ინგა ფოცხვერაშვილი, გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

-გენდერული საბჭოს პირველ შეხვედრაზე, სადაც 10 ახალი წევრი გვესწრებოდა,  მივაწოდეთ ინფორმაცია  თუ რა გაკეთდა გენდერული მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი ერთად ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც 2022-24 წლებში განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა

0

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპენსიო ფონდის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამ მიმართულებით გრძელვადიანი საინვესტიციო წყაროების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. საპენსიო ფონდზე საუბრისას ასევე განიხილეს განვლილი პერიოდის შედეგები და სამომავლო გეგმები.საბჭოს წევრებმა წარადგინეს ინიციატივები საკანონმდებლო გაუმჯობესების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა მომავალში, ფონდის საინვესტიციო საქმიანობა უფრო ეფექტიანი იყოს.დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ამჟამად მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს მოიცავს.საპენსიო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კერძოდ, ქვეყანაში ჩნდება ლარის გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად; საინვესტიციო კაპიტალი ეკონომიკას ძირითადად კაპიტალის ბაზრის გავლით მიეწოდება, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას; მნიშვნელოვნად იზრდება დანაზოგების დონე ქართულ ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დაბალანსებას.ამჟამად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1.1 მლნ-მდე ადამიანი. მთლიანი აქტივის ღირებულება 2.17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 309 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის ამოქმედების დღიდან მომგებიანობა 34%-ია. დღეის მდგომარეობით თანხები სრულად განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში და ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.საპენსიო სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.შეხვედრაში საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საბჭოს წევრები მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მონაწილეობდნენ.

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

0

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას, მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.

აღნიშნული მედიკამენტებია: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, იანუვია ტაბლეტი 100მგ, იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ, შპრიც-კალამი ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ, ატაკანდი ტაბლეტი 16მგ, ბრილინტა ტაბლეტი 90მგ, დიოვანი ტაბლეტი 160მგ, კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ, კონკორი ტაბლეტი 10მგ, კრესტორი ტაბლეტი 20მგ, ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ, აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ, ფლაკონი ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ, ტუბი არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ, სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი. თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.