Home Blog გვერდი 136

არემჯი ჩემპიონების მხარდაჭერას აგრძელებს

0

კომპანია არემჯი აგრძელებს წარმატებული ძიუდოისტების ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის მხარდაჭერას.

კომპანიის თბილისის ოფისში, მსოფლიო და ოლიმპიურ  ჩემპიონებთან  სასპონსორო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, რომელიც არემჯის მიერ აღნიშნული სპორტსმენების ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის გრძელვადიან ხელშეწყობას ითვალისწინებს.

,,უკვე წლებია  არემჯი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. მხარში ვუდგავართ, როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს,  სპორტულ კლუბებს. განსაკუთრებული სიამაყით  მინდა გამოვყო ჩვენი ძიუდოისტები. მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ.  ჩვენი კომპანია აგრძელებს მათ მხარდაჭერას და ყოველთვის ჩემპიონების გვერდით იქნება.“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

,,ჩვენთვის სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა. როდესაც ასეთი ძლიერი კომპანია, როგორიც არემჯია გიდგას გვერდში მეტი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყო.  2022 წელი ძალიან დატვირთულია არაერთი ჩემპიონატი გვაქვს წინ,  ვემზადებით ოლიმპიადისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს  კიდევ ბევრი გამარჯვება მოვუტანოთ.’’ აღნიშნა მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

0

უხვი ნალექის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანიებთან, ამ ეტაპზე შემოყვანილია ორი ერთეული სპეც-ტექნიკა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ ტექნიკასთან ერთად, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს სოფელ დარბაზში, წიფორში, ხახალაჯვარსა და ფოლადაურში. მძიმე ტექნიკამ თოვლისგან უკვე გაწმინდა ტანძიის, ხატისოფლის, მუშევანის, დისველის, ქვემო ბოლნისისა და სოფელ ბოლნისის მიმართულებით არსებული გზები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  სადაც გადაადგილება გაძნელებულია,  ყველა ლოკაციაზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სპეც-ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

0

რამდენიმე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი დაფინანსებით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი შეიქმნა, სწორედ     ამ განხორციელებული პროექტების წარდგენა მოხდა  დონორ ორგანიზაციებთან, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება და მეწარმეები დაესწრნენ. 2021 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიცირებით, ჩამოყალიბდა პარტნიორობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომლის წევრებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო  ორგანიზაციები არიან, მათი მიზანია შეაფასონ და დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ქალაქ ბოლნისში ყოფილი  კატერინენფელდის ტერიტორიაზე არსებული თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა, სადაც მოეწყო ქვაფენილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა მარკირების ნიშნები და ლაიტბოქსი, რაც ერთგვარად გზამკვლევია ვიზიტორებისთვის. ასევე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით  აშენებული აგრო ცენტრი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ  მეწარმეებს ემსახურება და ადგილზე სთავაზობს ყველა საჭირო სერვისს. სტუმრები გაეცნენ საწამოო პროცესს და ბოლნისური ღვინოებიც დააგემოვნეს.

ჩართულმა მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის მერმა მათ ინფორმაცია მიაწოდა  დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას ბოლნისში.

გილოცავთ და გისურვებთ, რომ იყოთ მუდამ თავისუფლები,- გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშელიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ყველა ჟურნალისტს და მედიის წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. იყო ჟურნალისტი არის დიდი პასუხისმგებლობა დროულად და ობიექტურად მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია. ეს არის პროფესია, რომელიც სავსეა გამოწვევებით და ადრენალინით. გილოცავთ და გისურვებთ, რომ იყოთ მუდამ თავისუფლები!”- გოგი მეშველიანი.

ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს-დავით შერაზადიშვილი

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ქართული ჟურნალისტიკის დღეს ეხმაურება და ოფიციალური გვერდის საშუალებით ჟურნალისტებს პროფესულ დღეს ულოცავს.

,,21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღვნიშნავთ. მსურს, ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული დღე მოგილოცოთ. ობიექტური ჟურნალისტიკა დემოკრატიული სახელმწიფოს სიძლიერის გარანტია. სამართლიანი და ეთიკაზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ მინდა, თითოეულ ჟურნალისტს ვუსურვო ამ მნიშვნელოვან საქმეში თავისი წვლილი შეეტანოს. არასოდეს დაგვიწყებოდეთ, რომ თქვენი უპირველესი ღირებულება საზოგადოებისთვის გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული სიმართლის მიწოდებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

0

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

0

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

21 მარტს ეს დღე საქართველოშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნება, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა, უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დაუნის საერთაშორის დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, მოხდეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია

????რატომ ჭრელი წინდა?!

????წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.

ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს- დავით შერაზადიშვილი

0

,,ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის დადგომის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა და ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სიხარულის გრძნობა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყოველივე ახალის შემოსვლას მოჰყვება. ჩვენ, ქართველი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებსა და დღესასწაულებს, ყველანი ერთად კი ვცდილობთ ჩვენი სამშობლოს განვითარებაში შევიტანოთ წვლილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში მუდამ ასე ჰარმონიულად გვეცხოვროს!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები გახდნენ

0

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთთან გამართეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 18-8 დასრულდა. მეორე ნახევარში კი სხვობა უფრო გაიზარდა და საბოლოო ანგარიში 49-15 იყო.

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ზედიზედ მეათედ და ისტორიაში მეთოთხმეტედ მოიგეს.

ჩვენს აზარბაიჯანელ თემს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს-გოგი მეშველიანი

0

,,განახლების, სიცოცხლის, გაზაფხულის დღესასწაულს, ჩვენი თანამოქალაქეები, მეგობარ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოკრძალებულად, საზეიმო ღონისძიებების გარეშე აღნიშნავენ.
გილოცავთ, კიდევ ერთხელ და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ხვავს და ბარაქას!”,-განაცხადა გოგი მეშველიანმა.