Home Blog გვერდი 126

საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა

0

საბიბლიოთეკო კვირეული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა მწერლის გვანცა გუბელაძის შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა.

საბას დარბაზში, ახალგაზრდა ავტორმა წიგნის პრეზენტაციამდე, მკითხველს იმ განვლილ ლიტერატურულ გზაზე უამბო, რომელიც პირველად მარცხით დაიწყო, თუმცა დღემდე სიყვარულით და დიდი პოპულარობით მოვიდა.

გვანცა გუბელაძე „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულია. „შულამელი გოგონები“ მკითხველში დიდ ინტერესს იწვევს, სადაც 3 სხვადასხვა ეპოქის ქალის სტიგმებზე და სტერეოტიპებზეა საუბარი.

საბიბლიოთეკო კვირეული 2 მაისს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა, რომელშიც ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკა სხვადასხვა ღონისძიებებითა და აქტივობებით.

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს

0

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. 

   წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
   ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. 

   წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება.
   ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. 

   

დღეს ბოლნისის საქალაქო ბიბლიოთეკაში ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა

0

ბიბლიოთეკის მკითხველებმა ისაუბრეს მხატვრის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის, „სიონის“, წარმომადგენლები.

თამარისთვის!

0

თამარ ჯაჭვლიანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზით გადის მკურნალობას თურქეთის რესპუბლიკაში ქ. სტამბოლში. ოჯახს ამოეწურა ყველანაირი ფინანსური რესურსი, რომ მოხდეს მკურნალობის გაგრძელება. საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, რომ გულთან მიიტანონ გასაჭირი რათა მოხდეს მკურნალობის ბოლომდე მიყვანა…

,,გვჭირდება თქვენი დახმარება, დავალიანება გვაქვს საავადმყოფოში დასაფარი. ჯანდაცვის დაფინანსებას ველოდებით მაგრამ ჯერ არაფერი არის ახალი, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ თამარისთვის”, ნათქვამია თამარის ოჯახის განცხადებაში.

ვაქვეყნებთ ანგარიშებს:

მიმღები დედა, თებროლე ჯანაძესაქართველოს ბანკი#GE60BG0000000498833773GEL

თბს#GE97TB7182645061100095

ლიბერთის ანგარიში #GE35LB0711180846022000

რეკვიზიტები საზღვარგარეთიდან გადმოსარიცხად:შუამავალი ბანკი: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COGAGE22მიმღები ბანკი: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22მიმღების სახელი: ჯანაძე თებროლემიმღების ანგარიშის ნომერი: #GE60BG0000000498833773

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

0

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.გაცემული დაპირების შესაბამისად, ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე განსახლდა. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მორიგი აქტივობები ჩატარდა

0

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მორიგი აქტივობები ჩატარდა სოფელი ტანძიის, ბალიჭისა და სოფელი ბოლნისის ბიბლიოთეკებში.

სოფელი ტანძიის ბიბლიოთეკის მკითხველებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სოფელი ბალიჭის ბიბლიოთეკაში გაიმართა თემატური საღამო – „ჩემი სამშობლო“, ხოლო სოფელი ბოლნისის ბიბლიოთეკაში მკითხველებმა წაიკითხეს ლექსები ქართველი და სომეხი მწერლების პოეტური შემოქმედებიდან.

საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალი ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ  ასოციაციისგან 2021-2022 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

2 მაისიდან კი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში, ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

0

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა – მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, მოწესრიგდა სკოლის გარე სივრცეები, დამონტაჟდა გათბობისა და წყლის სისტემები, შენობა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახორციელა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება. მუნიციპალიტეტებში განახლდება და სრულად რეაბილიტირდება  ცენტრალური და მინი სტადიონები, ეტაპობრივად დაიწყება სპორტული კომპლექსების მშენებლობაც.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით გასულ წლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტირდა და აშენდა რამდენიმე სპორტული მოედანი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტ-კომპლექსის მშენებლობაც,  ქალაქში რამდენიმე მინი-სტადიონის რეაბილიტაციაც იგეგმება.

 ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიზნით მოწესრიგებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას და განხორციელებულ ღონისძიებებს,   ახალგაზრდები დადებითად აფასებენ.

2-დღიანი ექსკურსიები იკრძალება – ლოკაცია სკოლიდან 150 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს

0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებს.

კერძოდ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში,  ღამისთევის გარეშე.

ამასთანავე, საექსკურსიო ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კილომეტრს.

გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვანები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ზონებში.

“ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ქმედითუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლეს წარმომადგენელი არ ახლავს ექსკურსიაზე.

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებებში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

0

სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გაეწია. ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდკლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი. აკად. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა.