ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მე-12 კლასელებს ულოცავს სკოლის დამთავრებას.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. სწორედ დღეიდან თქვენ იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს, რომელიც ახალი გამოცდილებებითაა სავსე. მთელი გულით გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენას და მჯერა, რომ დაუღალავი შრომითა და ცოდნის მიღების წყურვილით დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დასრულებას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ!”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუზეუმი-ახალი სიტყვა თანამედროვე საუკუნეში, უნიკალური სივრცე ყველა ასაკისა და ინტერესის ვიზიტორზე მორგებული. აქ დაცული უძველესი ხელოვნების ნიმუშები, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური სივრცეები, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონს საუკეთესოდ წარმოჩენს. სწორედ ამ უდიდესი პოტენციალის მქონე გარემო წელს ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა და ჯილდოდ ,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში“ შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადაეცა, რომელიც თვალსაჩინოებისთვის შენობის ფოიეს დაამშვენებს.
კონკურსში მოპოვებული ჯილდო, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ბოლნისს სიმბოლურად, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა. დავით ლორთქიფანიძემ მცირე პრეზენტაცია მოაწყო და ისაუბრა მუზეუმის შესაძლებლობაზე, ღონისძიებას სტუმრებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებისთვის კი მოეწყო საგანმანათლებლო- შემეცნებითი ტური.
ბოლნისის მუზეუმი, რომელიც კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რეგიონის ბიო კულტურულ მრავალფეროვნების ისტორიას, ადრეული დამწერლობის ნიმუშებს, ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნაკეთობებს, უძველეს საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და საბრძოლო იარაღებს, უდიდეს არქეოლოგიურ მასალებსა და თანამედროვე სივრცეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან.აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში
გოგი მეშველიანი, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის და წყალარინების სიტემის რეაბილიტაცია/მშენებლობის საკითხებზე, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად.
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომუნიკაცია გვქონდა ” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის და წყალარინების სიტემის რეაბილიტაცია/მშენებლობის საკითხებზე.
გაცნობებთ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა “ამხანაგობა ინვესტ გრუპი” და პირველი ეტაპის სამუშაოების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს და მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადაა 2023 წლის თებერვალი.
პროექტით უნდა განხორციელდეს :
ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია,
მაგისტრალზე არსებული დაზიანებების სრულად აღმოფხვრა,
სოფლების: ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი და ძეძვნარიანის სრული რეაბილიტაცია, რეზერვუარების მოწყობა და ასევე ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
რაც შეეხება ქ. ბოლნისის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის შეფერხებული მშენებლობის საკითხს:
ახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც ჩაშლილია 6 ლოტად. სამუშაოები, წინასწარი გეგმით დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერი-ოქტომბრის თვეში და დასრულების ვადაა დაწყებიდან 1 წელი.
ასევე ტექნიკური დავალება უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი:
დაბა კაზრეთის ყველა კორპუსის სასმელი წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაციაზე, გამრიცხველიანებაზე და ამორტიზირებული ქსელის აღდგენაზე…ასევე ქ. ბოლნისის ყველა კორპუსის რეაბილიტაცია + გამრიცხველიანება.ამავე პროექტით გათვალისწინებულია სოფლების: დარბაზი, გეტა, ფოცხვერიანი და ბალიჭის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, “ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა ღონისძიება გამართეს.
ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ეროვნულ ფორმებში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები, კოსტუმირებულ სანახაობას, ტრადიციული ქართული ცეკვებით ალამაზებდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა კულტურის სახლის თანამშრომლება კი მცირე პერფომანსი წარმოადგინეს. ქართული ტრადიციული სამოსის დღე, ქვეყანაში უკვე მეექვსე წელია აღინიშნება.
ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, სადაც მე-14-ე ტურის შეხვედრა მიმდინარეობდა ბოლნისის ,,სიონსა“ და გორის ,,დილას“ შორის, სპორტის ქომაგები 50 წლის რეკორდსმენს გოდერძი მახარაძესაც გულშემატკივრობდნენ, რომელმაც სტადიონზე ორი ახალი რეკორდი თავით ბურთის კენწვლაში დაამყარა, სტარტი ფინიშამდე ყველაზე მოკლე დროში დაფარა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენის ანგარიშზე ამ დრომდე 54 რეკორდია.
სარეკორდო ასპარეზობა ბოლნისში კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით მოეწყო, რომელიც წლებია მხარს უჭერს სპორტის პოპულარიზაციას , როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანია საფეხბურთო კლუბ,,სიონის“ სპონსორია, სწორედ ამიტომ გოდერძი მახარაძის ახალი რეკორდის დამყარებაც სიმბოლურად ,,სიონის“ სტადიონზე შედგა.
რეკორდამდე იყო დიდი გზა და შრომა, გოდერძი მახარაძე გაჩერებას არ აპირებს და მხარდამჭერების დახმარებით ახალი, აქამდე დაუძლეველი რეკორდების დამყარებას აპირებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ სარწყავი წყალი და დაამუშაონ მეტი ფართობი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წყლის დებეტის ნაკლებობა მოსავლიანობას პრობლემებს უქმნის. წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაცია დაიწყო.
საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალურ არხებზე სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბალახაურში, ხიდისყურსა და ნახიდურში 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სამუშაოების ფარგლებში, ორივე არხი გასუფთავდა ბუჩქნარისგან. არახლოს არხზე მოეწყობა 6,3 კმ. სიგრძის რკინა-ბეტონის არხი, ხოლო რანჩპარის გრუნტიანი არხი, საპროექტო ნიშნულამდე აღდგება. ორივე მაგისტრალზე მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.გასულ წლებში დებეტის გაზრდის მიზნთ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა სარწყავი არხის სათავე ნაგებობებზე,ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კაზრეთის,იმირასანისა და ე.წ ზედა არხს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
,,წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ.
სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის “მადლის ქვა” და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.
პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.
არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.
ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.
ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.
გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!”- საქართველოს საპარტიარქო.
,,ბოლნისის მუზეუმი, როგორც მრავალფეროვნების და ინტეგრაციის კერა“- პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუზეუმმა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეს უმასწპინძლა ტანძიიდან, ნახიდურიდან და ქალაქ ბოლნისიდან. მუზეუმში, მთელი დღის განმავლობაში, გაწერილი იყო აქტივობები, ექსპონანტების დათვალიერების შემდეგ, ბავშვებმა ინტერაქტიული დავალებები შეასრულეს, იმუშავეს თიხაზე, რესტავრაცია ჩაუტარეს კერამიკას, აღწერეს და გაანალიზეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაცია. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ხელშეწყობით, რომლის ფარგლებშიც, არაერთი აქტივობა იგეგმება, როგორც მოსწავლებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 70 მდე მოსწავლე ჩაერთვება აქტივობებში.
ფიქრია ნონიაშვილი, ბოლნისის მუზეუმის გიდი:
ბოლნისის მუზეუმმა, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეს უმასპინძლა. მე გავუწიე გიდობა, მქონდა საუბარი, თუ რა გვაქვს გამოფენილი, როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი ტერიტორია, რა გზა გაიარა, მინდოდა მეჩვენებინა, თუ როგორ შეიქმნა საზოგადოება, მიუხედავად ეთნიკურობისა და რელიგიისა, ხაზი გავუსვით რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ბოლნისის შესახებ, რატომ არის გამორჩეული დმანისი, ის რომ ღვინის სამშობლო ვართ და ყველაფრის აკვანი შეიძლება აქ ვიპოვოთ.
დარეჯან ძოწენიძე, საქართველოს ეროვნლი მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეს პროექტი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ქვემო ქართლი არის მრავალკულტურული, მრავალეთნიკური, მრავალკომფესიური, ამდენად ძალიან საინტერესო რეგიონია საქართველოსთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ გვქონდეს ამგვარი პროგრამები. ისტორიის შესწავლის გზით ამ ბავშვებმა ნახეს, რომ ფაქტიურად მუზეუმში რაც არის წარმოდგენილი, ჩვენი ისტორიაა, კულტურული მემკვიდრეობაა, ხალხის კუთვნილებაა და ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. შეგახსენებთ, რომ 18 მაისს არის მეზეუმების საერთაშორისო დღე, ვიზიტი უფასოა და დაგეგმილია არაერთი აქტივობა.
ელენე პაპაიანი მოსწავლე:
ძალიან სასიამოვნო დღე გავატარე ბოლნისის მუზეუმში, დავათვალიერე სხვადასხვა ისტორიული ნივთები, რომლებსაც ძველად მცხოვრები ადამიანები იყენებდნენ. აგრეთვე დავინტერესდი, დმანისის რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთებით. მომეწონა პერსონალი, რომელიც მთელი ენთუზიაზმით გვათვალიერებინებდა და გვიხსნიდა თითოეული ნივთის მნიშვნელობას და მათ წარმოშობას. ძალიან მომეწონა ის აქტივებები, რომლებიც ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა . აგრეთვე სასიამოვნო იყო თიხით სხვადასხვა ნივთების გამოძერწვა , რომელსაც განტვირთვის საშუალებად ჩავთვლიდი. ვისურვებდი, კვლავ მიმეღო მსგავს პროექტებში მონაწილეობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონიდან მხოლოდ „ბოლნისის აგროცენტრმა“ მიიღო. აგროცენტრმა დამთვალიერებელს ცენტრში არსებული სერვისებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოფენის სტუმრებს აგროცენტრის სტენდთან ასევე ბოლნისურ საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.ღონისძიება საზეიმოდ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. გამოფენას ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.