Home Blog გვერდი 123

ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, განვითარებისა და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას ახალგაზრდული საბჭოს წევრებიც დაესწრნენ. 

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას“ ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.

ბოლნისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

0

26 მაისი, დღე, რომელიც ყველას აერთიანებს. ზუსტად 104 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზეიმო ვითარებაში, მისალოცი სიტყვით გახსნა, 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბოლნისელებს კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე დილიდან, ადგილობრივი მეწარმეების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების და კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა კულტურის სახლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის ლიტერატურული კომპოზიცია და თოჯინების თეატრის სპექტაკლი, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, მიმდებარე სკვერში, გაიმართა სპორტული აქტივობები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, საკონცერტო ნომრებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული სპეციალურად მოწვეული, გიგი გეგელაშვილის და ჯგუფი „გობელინების“ კონცერტით დასრულდა.

გოგი მეშველიანი პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს შეხვდა

0

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, N14 საარჩევნო (ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა) ოლქის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს ილია მიშენკოს და მის მიერ დაფუძნებული კომპანიის GU Fruit-ის წარმომადგენელს ზურაბ ლომსაძეს შეხვდა. შეხვედრაზე სამაცივრე მეურნეობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ კომპანია GU Fruit-ის მიერ 33 ჰექტარზე გაშენებულია ვაშლის ბაღი, რომელიც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს. ბაღი 2012 წელს გაშენდა.

„არემჯიმ “ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

0

სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.

რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს.

,,ვფიქრობ რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული  პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას, როგორც მცირე ასევე მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში.  მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ გვაქვს საშუალება გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული CSR პროექტები და მათი შედეგები, რომელიც 70-მდე მიმდინარე CSR პროექტს და 3000-მდე ბენეფიციარს  აერთიანებს.“ განაცხადაარემჯისკორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

CSR ფორუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ აქვოფაშვილიც წარსდგა, რომელმაც ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მიღწევებზე, საერთაშორისო წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,არემჯი ჩვენი ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ბოლნისურ მეღვინეობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სწორედ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, რომელიც 2018 წელს დაიწყო,  ბოლნისურ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ  მოგვეცა საშუალება CSR ფორუმზე  ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, ჩვენი გაერთიანება და ბოლნისური ღვინოები.  ‘’ განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა.

2018 წლიდან კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა „არემჯის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­დ ჩამოყალიბდა. 2012 წლი­დან დღემ­დე „არემჯი­მ“ 20 მლნ აშშ დო­ლარ­ზე მე­ტი ინვესტიცია განახორციელა კულტურის, სპორტის, განათლების, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბი­ს, ადგილობრივი  სპორტული და კულტურული წრეების, ასევე მცირე მეწარმეების   ხელშეწყობისა და  მხარ­და­ჭე­რის კუთხით.

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა

0

ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო და საბჭოს წევრებისგან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ინიციატივები მოისმინა.

,,ქვეშელობა 2022” აღინიშნა

0

დღეს,  ქვეშის ციხეზე, ,,ქვეშელობა 2022“ აღინიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სოფლის ისტორია, ისე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, თვალსაჩინოებისთვის გამოფენილი იყო სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული ნახატები და ქართული რეწვის ნიმუშები . ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,სიონმა” შეასრულა ნაციონალური ცეკვები, ღონისძიებამ სრულიად სოფლის ახალგაზრდები გააერთიანა, მათ პატრიოტულ თემაზე წაიკითხეს ლექსები.  ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ეპარქიის სასულიერო პირები, ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშოს მეთაური და წევრები, სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

სოფლის დღესასწაული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა დემეტრე ქათამაძის და სოფლის მკვიდრის ნათია ციმაკურიძის ორგანიზებით ჩატარდა, მათი თქმით აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება.

სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ ხატისოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ხატისოფელში, სოფლის შესასვლელიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, სოფელში ჯამში 1080 გრძივი მეტრის გზა გაკეთდება. მათ შორის, სოფლის შესასვლელიდან ძველ სკოლამდე 600 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა დაიგება. ტაძრამდე მისასვლელი მონაკვეთი 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ღირებულება 585 500 ლარს შეადგენს და სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“მოსახლეობასთან შეთანხმებით, სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს ქვემო ქართლის ტურისტულ ცენტრად იქცეს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წმინდა გიორგის ტაძარს მომლოცველები მთელი საქართველოდან სტუმრობენ და სულ მალე ეკლესიამდე მისვლა კომფორტული გახდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გოგი მეშველიანი, შალვა პაპუაშვილთან და კოლეგებთან ერთად , სოფელ ნახიდურში მოსახლეობას შეხვდა

0

გოგი მეშველიანი საქართვველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან და კოლეგებთან ერთად , სოფელ ნახიდურში მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევები.

,,საქართვველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან და ჩემს კოლეგებთან ერთად , სოფელ ნახიდურში მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები. სოფლის მთავარი საჭიროება ამ ეტაპზე არასაკმარისი სარწყავი წყალია. ჩვენ, ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ მელიორაციის შესაბამის სერვისცენტრთან ერთად მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ფერმერების საჭიროებები,”განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ქალაქ ბოლნისში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

0

ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნაცენტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.შენობა ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტირდა, სადაც სივრცე დაეთმო ბოლნისის ,,კულტურის ცენტრს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“ და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წამომადგენლობას, რომელიც უქმე დღეებში ბავშვებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას გამართავს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი დახარჯა.

გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. „დღეს, მე-12 კლასელებისთვის ემოციებით სავსე დღეა. ისინი მშობლიურ სკოლას ემშვიდობებიან და განსხვავებული ცხოვრების გზას ადგებიან და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები გზად შეხვედრილ ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მინდა, ყველა მე – 12 კლასელს და განსაკუთრებით ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ახალგაზრდებს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება.“- გოგი მეშველიანი.