Home Blog გვერდი 120

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დავით შერაზადიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება მიანიჭა

0

ბოლნისის თეატრის მხარდაჭერისთვის საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება მიანიჭა.საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს „ქართული თეატრის ქომაგის“ ჯილდო, ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე გადასცა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ 2019 წელს დავით შერაზადიშვილს „წლის საუკეთესო თეატრალური მერის“ წოდებაც მიანიჭა.

”მსურს, მადლობა გადავუხადო თეატრალურ საზოგადოებას „საქართველოს თეატრის ქომაგის წოდების“ მონიჭებისთვის, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ბოლნისის თეატრი უკვე 80 წელია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში დიდ როლს თამაშობს. ამ სცენამ თეატრალურ ხელოვნებას არაერთი თაობა აზიარა. ბოლნისის თეატრს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან თეატრის დასში ხშირად ვხედავდით და ვხედავთ ბოლნისისთვის ძვირფასსა და საყვარელ პიროვნებებს, ქალაქის კოლორიტებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს მუნიციპალიტეტზე წარუშლელი კვალი დატოვეს. ბოლნისის თეატრი ეს მხოლოდ სახელწოდება არაა, ბოლნისის თეატრი თავის თავში აერთიანებს ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ – ტოლერანტობა, სტუმართმასპინძლობა, ერთმანეთის გვერდში დგომა ქვეყნის საკეთილდღეოდ – ეს ის იდეალებია, რითაც ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა. მთელი გულით მსურს, ჩვენს საამაყო თეატრს წარმატებები ვუსურვო. ჩვენი დასი განსაკუთრებით უყვარს მაყურებელს და ეს დიდი სიყვარული ნათლად ადასტურებს თეატრის პოპულარობასა და მნიშვნელობას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

0

ბოლნისის თეატრი 80 წლისაა. დღე, რომელიც სათავეს შორი  წარსულიდან იღებს საზეიმოდ აღინიშნა, შემოქმედებითად მდიდარი ისტორიის  ამსახველი კადრები თეატრმა  გამოფენით გააცოცხლა. მრავალწლიანი მოღვაწეობა დასს საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

 გზა საკმაოდ დიდი და გამოწვევებით სავსე იყო, იცვლებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, იყო წარმატებებიც და რთული პერიოდიც, ძველ თაობებს ახლები ცვლიდნენ, თუმცა  ერთი რამ, მაყურებლის სიყვარული, ბევრი ტაში და ემოციებით სავსე მსმენელი უცვლილი რჩებოდა.  თეატრის კედლებში 80 წლიანი მოღვაწეობის, უმნიშვნელოვანესი ისტორია დაიწერა, სწორედ მადლობის ნიშნად სიმბოლურად, საიუბილეო ღონისძიებაზე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ საზეიმოდ  მოხდა ამაგდარი ხელოვანების დაჯილდოვება.

ბოლნისელი მაყურებლისთვის ნიჭიერი მსახიობები დიდი სიყვარულით ჰქმნიდნენ დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. იდგმებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით კი დასს  საშუალება ჰქონდა  ბოლნისის და საქართველოს სახელი საზღვრებს გაერთ  არაერთხელ გაეტანა. თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბოლნისი პირველი მუნიციპალიტეტია, რომლის მერიც დავით შერაზადიშვილი თეატრის ქომაგის წოდებით დაჯილდოვდა.

საიუბილეო  თარიღი, ბოლნისის თეატრმა,  სიმბოლურად მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლით, უილიამ შექსპირის „ჰამლეტით“ აღინიშნა, ლაშა ნოზაძის რეჟისურით, ბოლნისის თეატრალურმა  დასმა სპექტაკლი  განსხვავებული ინტერპრეტაციით  ითამაშა, ინტერაქციული დადგმა, განსხვავებული სცენოგრაფია და მსახიობების გამორჩეულმა  შესრულებამ  კლასიკურ პიესას პოსტმოდერნისტული ელფერი შესძინა.

დიდი წარსულისა და ღირებულებების მატარებელი თეატრის სიმბოლოდ, ღონისძიების  დასასრულს, კულტურის სახლის შესასვლელში საზეიმოდ გაიხსნა ვარსკვლავი  „ბოლნისის თეატრი 80“ წლის.

ანსამბლი ,,ბოლნისი“ გრანპრის მფლობელია

0

,,ოქროს ზაფხული“- ასე ჰქვია საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ქალაქ ბათუმში უკვე რამდენიმე წელია იმართება, მასში ტრადიციულად, ყოველ წელს, მონაწილეობას ღებულობს ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნისი” ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ბოლნისელების გამოსვლა ბათუმში უმაღლესი ქულებით შეფასდა და ჟიურის გადაწყვეტილებით მთავარი პრიზის, გრანპრის მფლობელი გახდა.

 ფესტივალი 22 ივნისს გაიხსნა  და 28 ივნისს დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. 

რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით ხორციელდება, მინისტრმა „არემჯის“ მიერ,  მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტები და ღონისძიებების შედეგები დაათვალიერა.

,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან  ერთად დავათვალიერეთ არემჯიში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, ვთანხმდებით რომ, ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, ყავთ დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ მათი განვითარება, ისე რომ არ მოახდინონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია.’’აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში  ქმედითი ნაბიჯებისა და კომპლექსური გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021-2022 წლის  შემოწმებას, შპს RMG Gold-ში არც ერთი დარღვევა და ნაკლოვანება არ გამოუვლენია. რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  საჯარო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

,,სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა 100-მდე პროექტს და შემარბილებელ ღონისძიებას  აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს.  პროექტების  განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა. სწორედ ამის დასტურია, ის რომ წელს “არემჯი გოლდის” შემოწმებისას, არცერთი გარემოსდაცვითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომპანია განაგრძობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას და მათი გათვალისწინებით  ახალი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას.’’განაცხადა არემჯის ადმინისტრაციის უფროსმა, ამირან ქართველიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და მისი #4 სანაყაროს ძირში მოწყობილი წყლის გამწმენდი ნაგებობები და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ  საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და უახლესი ტექნოლოგიებით  აშენებული 3 გამწმენდი ნაგებობა  დაიცავს მდინარეებს ფოლადაური, კაზრეთულა  და მაშავერა  სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან.  

„უკვე ოთხი წელია, „საყდრისის კომიტეტი“ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონიტორინგს ვუწევთ კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას, დღეს კი, ერთგვარად, ამ ოთხწლიან მუშაობას ვაჯამებთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული პროგრესი და შედეგებიც. მაგალითად, 2022 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგად, კომპანია „არემჯი გოლდში,“ მისი არსებობის ისტორიაში პირველად, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა, რაც იმედისმომცემია, თუმცა, „არემჯი ჯგუფის“ სხვა კომპანიებში კვლავ არსებობს გარკვეული კითხვები და ხარვეზები. ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ამ ხარვეზების აღმოფხვრასაც შევძლებთ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა“აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ. 

სამუშაო ჯგუფი ადგილზე ასევე გაეცნო რეკულტივაციის ექსპერიმენტულ პროექტს, არსებულ კუდსაცავს და მის ძირში მოწყობილ სატუმბ ინფრასტრუქტურას და საყდრისის უბანზე მოწყობილ  ამტვერიანების საწინააღმდეგო  ინფრასტრუქტურას.

დღის ბოლოს სტუმრებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – „აბულმუგის სპარსული აბანო“, რომლის ადგილმონაცვლეობა „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიდან 2021 წელს “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტის) ინიციატივით განხორციელდა. 

ანსამბლი ,,ბოლნისი“ რეგიონალური კონკურს-ფესტივალის ფინალში იმღერებს

0

„სხვა საქართველო სად არის“ – ასე ჰქვია კონკურს-ფესტივალს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონია ჩართული.

ფესტივალი სათავეს 2016 წლიდან იღებს და მას მასპინძლობას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი უწევს. 2016-2017 წლებში ფესტივალი მხოლოდ ქვემო ქართლს მოიცავდა,  მას მერე კი  ყოველწლიურად უფრო მეტ მასშტაბს იძენს.

კონკურს-ფესტივალი 5 დღის განმავლობაში, 3 ეტაპად სხვადახვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები იღებდნენ. ტრადიციულად კონკურს-ფესტივალში ანსამბლი „ბოლნისი“ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთო, კომპეტენტური ჟიურის წინაშე ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერი“ და ვაჟა აზარაშვილის „დაკარგული სიყვარული“ შეასრულა და ფინალში უმაღლესი შეფასებით გადავიდა. მონაწილეებს ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ხელოვნებათმცოდნე მაია დათუნაშვილი, მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე და „ერისიონის“ სოლისტი  ილია გელაშვილი, აფასებდნენ.

      კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა-პოპულარიზაცია, როგორც ქართველი ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენაა.

       ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ კობერიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      22 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში  ჩატარდება ,,სხვა საქართველო სად არის“ ფინალური კონკურსი, გამარჯვებულები კი 29 ივნისს გალა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.

ნინო დვალიშვილი, ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელი: -ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კომპეტენტური ჟიური გაფასებს, თანაც უმაღლესი ქულებით, გიფასებს შემოქმედებით ღვაწლს, შრომას, გეუბნება მადლობას, როცა შედეგს ხედავ, უკვე კონცერტებზე, ფესტივალებზე, კონკურსებზე გიწევს გული, რათა არ მობეზრდეთ ბავშვებს ოთახში მღერა. მსგავსი კონკურსები და აქტივობები დიდ სტიმულს, გამოცდილებას სძენს მათ, ისმენენ სხვადასხვა გუნდების შესრულებას. მახარებს ჩემი ბავშვების  გახარებული სახეების ყურება. მათ იციან, რომ წარმატება მხოლოდ დიდი შრომით  მიიღება. შედეგიც სახეზეა – მაღალი ქულები.

ადგილობრივი მეწარმეებისთვის სასწავლო ტრენინგი ჩატარდა

0

ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,აგროცენტრ”-ის მხარდაჭერით „ქართული ღვინის გილდიამ“ „სპეციალური ცოდნა სოფლის მეურნეობის და აგრო-მეწარმეობის განვითარებისთვის“ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც   ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და მეღვინეობის დარგში მოღვაწე ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ. სასწავლო-საინფორმაციო სემინარის ფარგლებში მეღვინეებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ღვინის ტექნოლოგიის საკითხებზე, ვაზის  მოვლასა და მოსავლის აღებაზე.

სასწავლო ტრენინგი ორ დღეს მოიცავდა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებასა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

0

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. დღეს, საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გახდა.

ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.

ილია მეორეს ამ დროისთვის, 44 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

მიხეილ ჩხენკელი ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობას გაეცნო

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობას გაეცნო

მიხეილ ჩხენკელმა და ჰუბერტ ქნირშმა ცენტრი დაათვალიერეს, სასწავლო კურსებს გაეცნენ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის მსმენელებს გაესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს კი მინისტრმა და ელჩმა ცენტრის კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2021 წელს გაიხსნა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ის მსმენელებს 15 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ცენტრი ასევე 2 კლუბს, ახალგაზრდულ მიმართულებასა და სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრსაც აერთიანებს.

,,თუთარჩელა“ ბოლნისში

0

ბანში და რეგისტრში, პროფესიონალურად, 100-მდე ბავშვის მიერ აჟღერებული მრავალჟამიერი, საგალობლები და ახალი მეთოდით ჩატარებული მასტერკლასი- ასეთი იყო დღე, რომელიც ანსამბლებმა ,,თუთარჩელამ’’ და ,,ბოლნისმა’’ ადგილობრივებს მოუწყვეს. ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი ხოლმეისტერი, ანსამბლ ,,ბოლნისის’’ ხელმძღვანელი  ნინო დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც კულტურული დღესასწაული დაგეგმა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განახორციელა. დაგეგმილ ღონისძიებამდე „თუთარჩელამ“ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობები მოინახულა. დაათვალიერა ბოლნისის მუზეუმი, ეწვივნენ მეუფე ეფრემს, სადაც სტუმრებმა და მასპინძლებმა, საგალობელი შეასრულეს.                        

 გუნდები ასევე,  ერთობლივი და ინდივიდუალური  კომპოზიციით წარსდგნენ  მაყურებლის წინაშე ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაშიც. დღის დამაგვირგვინებელი აკორდი,  ღია ცის ქვეშ, „თუთარჩელას“ ცნობილი მასტერკლასი იყო.  ,,თუთარჩელას’’ დამფუძნებელმა, სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით, გუნდის წევრებს ცნობილი საბავშვო  ჰიტები შეასწავლა.  ახალი მეთოდით დადგმულმა და ნასწავლმა სიმღერამ, ბავშვებში, და არა მხოლოდ მათში, დიდი ემოცია გამოიწვია. ღონისძიება მრავალჟამიერით გაიხსნა და დაიხურა. ანსამბლ „თუთარჩელას“ ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა, ორ გუნდს შორის მეგობრობას და  შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

-თამარ ბუაძე არის თვალსაჩინოება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც შექმნა შემოქმედება, რომელიც  არის დიდი მუსიკალური საგანძური და ამით ამაყობს ჩვენი ერი. მან საქართველოს გააცნო თავისი შემოქმედება, გაიტანა ქვეყნის გარეთ,  ქართული კულტურა გააცნო ევროპელებს და როგორც პედაგოგს, მუსიკოსს და შემსრულებელს იწვევენ ევროპის ქვეყნებში ლექციების და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასეთი ქალბატონია დღეს ჩვენი სტუმარი. ის უკვე მეოთხედაა ჩვენს ქალაქში, ჩამოვიდა განახლებული რეპერტუარითა და თაობით. დილიდან ათვალიერებს, ბოლნისის ღირსშესანიშნაობებს, მის აღსაზრდელებთან ერთად. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მასპინძლობას უწევს ანსამბლი „ბოლნისი“.

თამარ ბუაძე, ქ. რუსთავის ფოლკლორის სკოლის მენეჯერი, „თუთარჩელას“ ხელმძღვანელი:

-დღეს რუსთავიდან ჩამოვედით სამუსიკო სკოლის გუნდი, „თუთარჩელას“ საშუალო ასაკობრივი თაობა. ვიყავით მუზეუმში, გახლდით მეუფესთან, სადაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა. მოვინახულეთ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი. ჩემს მეგობარ, ქოლმეისტერ ნინო დვალიშვილის გუნდთან ერთად, ჩავატარეთ ერთობლივი კონცერტი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, არაერთხელ ვყოფილვართ ბოლნისში ფესტივალებით და ჩაგვიტარებია კონცერტები ერთად. ძალიან მაღალ ხარისხში გვმასპინძლობდა ყოველთვის ბატონი კობა.

ნინო დვალიშილი, ხოლმაისტერი, ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელი:

-დღეს ჩვენი ულამაზესი ქალაქი მასპინძლობს რუსთავის ფოლკლორის სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარ ბუაძის საშუალო ასაკობრივ თაობას. ქალბატონი თამარი არის ცნობილი ქოლმეისტერი, მას აქვს წარმატებები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, სადაც გუნდის შემადგენლობაში 300-მდე მოსწავლე ჰყავს, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მას გუნდები ჰყავს გერმანიასა და შევიცარიაში, სადაც ადგილობრივებს ჩვენს ეროვნულ საგანძურს ასწავლის.  დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.  ვუზიარებთ ერთმანეთს რეპერტუარს, დიდი მხარდაჭერა მაქვს მისგან.

დღეს საფუძველი ჩაეყარა დიდი ხნის ოცნებას, ჩვენი გუნდების დამეგობრებას. დავგეგმეთ დღევანდელი დღე. დღის ბოლოს კი ახალი მეთოდით ინსტრუმენტებითა და თამაშებით უცხოური სიმღერა ერთობლივად ისწავლეს და შეასრულეს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, უცებ ისწავლეს ბავშვებმა და ხალისიანადაც შეასრულეს. ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებს, ერთობლივად ჩავატარებთ კონცერტებს. ჩვენი გუნდი, არის პატრიოტიზმის, სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის მაგალითი. რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ამ ჟანრში, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩვენი მხარში დგომით და ენთუზიაზმით უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქალაქიც ავამღეროთ.

წალკის კანიონის პანორამული ხიდი ოფიციალურად გაიხსნა

0

წალკის კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა.

წალკის კანიონი პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა ებრაული კომპანიის KASS LAND-ის მიერ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია.

მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის წარმატებით განვითარება, რისი ნათელი მაგალითიც არის წალკის კანიონის უნიკალური პროექტი.

„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო ებრაელო სტუმრებო, ჩვენო მეგობრებო!დიდი პატივია ჩემთვის დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და მე მინდა, პირველ რიგში ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება და სწორედ, ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს,რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვახარებს, გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო – ისრაელი და ებრაული კომპანია,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მათ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ამ კანიონის მიმდებარე ტურისტული სერვისების განვითარებას, აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას. სწორედ ესაა სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები, ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რომ ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა. მსოფლიოში საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, ყველაზე დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ძალიან გვიხარია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის, მჯერა, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდი მადლობა! ტოდა რაბა!“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკა თორდიამ. პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურ დირექტორთან ერთად წალკის კანიონი დაათვალიერა.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.