Home Blog გვერდი 106

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

0

🔸 სოფლის მეურნეობის მიმართულებით:

• გაიზრდება სახელმწიფო პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტი;

• მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას;

• გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა;

• United Nations Development Programme – UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

🔸 გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია:

• ეკოტურიზმის განვითარება;

• დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა;

• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის შესაძლებლობების გაძლიერება.

დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას დაესწრო

0

ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განხილვის მიზნით, თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიება ,,ათეას“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებმა, საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. „ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში, ,,ათეას“ წევრი, 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით ჩამოყალიბდა.

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი და ლიეტუვის, როკიშკის სახალხო თეატრი, წარმოგიდგენთ

0

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი და ლიეტუვის, როკიშკის სახალხო თეატრი, წარმოგიდგენთ:ქართულ-ლიეტუვურ სპექტაკლს “უცხო მიწა”რეჟისორები: ნერინგა დანიენე, ლევან ხვიჩია.სცენოგრაფია: სიგიტას ბასჩიონას, ნერინგა დანიენესპექტაკლში მონაწილეობენ: ინდრე ჟილენაიტე, მანტას მეშკუოტის, მარიტე ვაიტუკევიჩიუტე, არტურას ბაშჩიუე, საულიუს იასელიულევიჩუტე, ვალირიუს რანსცევას, სვეტლანა არტემიევა, ვიტაუტას საულის, ზაზა დათიაშვილი, ნინო ალადაშვილი, სანდრო ბეჟანიშვილი, დავით ამირიანი.დასაწყისი:5 ოქტომბერი, 19:00 სთდასწრება თავისუფალია!

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა

0

მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ქალაქის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში, შენობაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია Let’s do it- Georgia-ს მიერ მოხატული კედელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან ლონგინოზ გასანოვთან და ეკონომიკის სამსახურის უფროსთან გიზო კორტავასთან ერთად გახსნა. დავით შერაზადიშვილი აღსაზრდელებს დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. ღონისძიების ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა, სიმბოლურად გარემოსდაცვით თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინა. მხატვარმა ანა წამალაშვილმა კი პატარებს სახე მოუხატა, ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის თემაზე მოიხატა ასევე ასფალტი. მრავალფეროვანი აქტივობები გამწვანების აქციით დასრულდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სკოლების ეკო კლუბის წევრებთან ერთად კედარის ჯიშის ხეები დარგო. ენერგეტიკის დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

საინფორმაციო შეხვედრა №23 საოლქო-საარჩევნო კომისიაში

0

ბოლნისის ოცდამესამე საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაიმართა შეხვედრა   ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ქურდიანმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.

პროექტის მიხედვით, დასახლებების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები და სატუმბო სადგურები. ამასთან, რეაბილიტირდება არსებული სატუმბო სადგური, საქლორატორო და რეზერვუარი. კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები 10, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 24 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 34 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ძველი ქვეშის, ძეძვნარიანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება. ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას. პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ ბოლნისში „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების (ტანძია, იწრია, რატევანი) წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 7 მილიონიან პროექტსაც ახორციელებს. ასევე, გრძელდება მარნეულის წყლისა და წყალარინების, ასევე ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.

გოგი მეშველიანი: განსაკუთრებით რთული და ემოციური დღეა ჩვენთვის ვინც, ამ უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ არაერთი მეგობარი და თანამებრძოლი

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სოხუმის დაცემის 29 წლისთავს და 1992 წელს აფხაზეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა განსაკუთრებით რთული და ემოციური დღეა ჩვენთვის ვინც, ამ უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ არაერთი მეგობარი და თანამებრძოლი. თუმცა, ჩვენი ვალია გვახსოვდეს ამ ადამიანების თავგანწირვა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ოცნებას – ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ქვეყანაში, ხორცი შევასხათ. გვჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას . #ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს 1992 წ.“ -წერს გოგი მეშველიანი

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

0

1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა.13 თვიანი ბრძოლა სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი კი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად აქცია.

29 წლის თავზე ბოლნისელებმა გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიულო მთლიანობისთვის დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, გვირგვინით მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  შეამკო.

ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის ეპარქიის მთავარეპოსკოპოსმა მეუფე ეფრემმა გადაიხადა.

  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 30 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გიწვევთ სახალხო დღესასწაულზე „ბოლნისქალაქობა 2022“

0

„ბოლნისქალაქობა 2022“-ის სტუმრებს 15:00 საათიდან, ძველ გერმანულ უბანში, საბავშვო სივრცე, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების კუთხეები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის, ბოლნისის კულტურის ცენტრისა და ბოლნისში მოქმედი სკოლების შემოქმედებითი კოლექტივების აქტივობები დახვდებათ. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად დაიწურება ყურძენი.19:00 საათზე „ბოლნისქალაქობა 2022“-ის პროგრამა გაგრძელდება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლევან დეისაძის ბენდი და სპეციალური მოწვევით ნიკოლოზ ქაჯაია მიიღებენ.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. სახალხო დღესასწაული კი გრანდიოზული ფოიერვერკითა და დიჯეის სეტით დასრულდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულ ღონისძიებათა 2022-2024 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

0

საბჭოს წევრები სოფელ კიანეთსა და რატევანში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ მოისმინეს მათი საჭიროებები და თავის მხრივ მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, პროექტებსა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე. დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდათ გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანია: ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ მუნიციპალიტეტში საზოდაგოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას, გენდერული საკითხების პოპულარიზაცია , როგორც შიდა ისე გარე აუდიტორიაში, თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა.

აღნიშნული გეგმის ფარგლებში შეიქმნება ლიდერ ქალთა ქსელი, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე იქნებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოხდება ინფორმაციის გაცვლა. სწორედ, შეხვედრებზე ვლინდებიან ქალები, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ დამაკავშირებელი რგოლი ადგილობრივ საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებულ პუნქტში ჩატარდება და გამოვლინდებიან აქტიური ქალები.